Tag Archives: #საწვავი

„საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად”

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. „ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის სახელმწიფოებრივი მიდგომისა და ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ამავდროულად, ბოლო გადაწყვეტილება, ასევე, ემსახურება ქვეყნის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა – ბიზნესი საწვავის გაძვირების მოლოდინშია

უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი გაძვირდება – ასეთია ადგილობრივი ბიზნესის მოლოდინი. როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი ზრდის გამო არაბრენდირებული საწვავი გაძვირდა. მათ შორის დიზელის ფასმა დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა და მომდევნო დღეებში ბენზინის გაძვირებაც დაანონსდა. ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევში კერძო სექტორი ბრენდირებული საწვავის გაძვირების მოლოდინშია.​  2021 წლის პირველივე კვირაში ნავთობის ფასი დაახლოებით 5-6 აშშ დოლარით გაიზარდა. ვაჭრობის ...

Read More »
2020 წელს საქართველოს საკუთარი, შედარებით იაფი ბენზინი ექნება

საქართველოში საწვავის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია

პანდემიურ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 10 000 ტონით (0,9%) შემცირდა და 1106 ათასი ტონა შეადგინა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის იფნორმაციით, ქვეყანაში 2020 წელს შემოსული საწვავიდან ბენზინის იმპორტი 540,4 ათასი ტონაა (-0,7%), დიზელის საწვავის იმპორტმა –  565,6 ათასი ტონა (+2,5%-ით) შეადგინა. ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 342,8 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 31%; აზერბაიჯანი ...

Read More »

ნავთობი ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ელექტომობილების ბაზრის მიუხედავად, 2020 წლის მიწურულს მსოფლიო კვლავ ნავთობზე დამოკიდებული რჩება. მის ფასს ჩვეულებრივ მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე კი პოლიტიკა ახდენს მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ გავლენას. ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი  $100-ს ბოლოს 2014 წელს ჩამოსცდა. იმავე ტრენდს გაჰყვა ამერიკული მსუბუქი ნავთობიც, რომელიც 2020 წელს მინუსშიც კი გავიდა. 2016 წლის ვარდნის შემდეგ, როდესაც შავი ოქროს საშუალო წლიურმა ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: დეკემბრის თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,11  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,75  ევროს, დიზელის ...

Read More »

საწვავი 4-5 თეთრით გაძვირდა

ბოლო 2-3 კვირის პერიოდში საქართველოში რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. ზოგიერთი ტიპის საწვავზე ფასი 4-5 თეთრით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.39 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი ...

Read More »

ევროპაში ბენზინისა და დიზელის სატვირთოების გაყიდვები აიკრძალება

ევროკავშირში სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებლები აცხადებენ, რომ 2040 წლიდან არ აწარმოებენ და არ გაყიდიან ბენზინისა და დიზელისძრავიან სატვირთოებს. ეს კი დათქმულ ვადაზე 10 წლით ადრე მოხდება – წერს გაზეთი Financial Times. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოცემულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიების Daimler, Scania, Man, Volvo, Daf, Iveco და Ford-ის წარმომადგენლებმა. „იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება ერთად მოქმედება“ – განაცხადა შვედური Scania-ს ...

Read More »

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასით შესყიდული იმპორტია. თვის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორიო ბაზარზე ბენზინის ღირებულება – 90 დოლარით, დიზელის კი 100 დოლარით გაიზარდა. კერძოდ, თუ 1 ნოემბერს 1 ტონა ბენზინის ღირებულება 340 დოლარს შეადგენდა, 14 დეკემბრის მდგომარებით, მისი ფასი 429.5 დოლარის ნიშნულზეა. შეგახსნებთ, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ნოემბრის ბოლოსაც გაძვირდა და ფასები 7-10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

Read More »

იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,6%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,66 ათასი ტონა) შედარებით და 0,25 ათასი ტონით ანუ 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,92 ათასი ტონა) შედარებით. “მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 0709 სასაქონლო ნიშნით მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 4,164.57 ტონა 2,715.03 ათასი დოლარის ღირებულების ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები. გასული წლის 10 თვეში კი ნედლი ნავთობის იმპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 8,843.05 ტონას გაუტოლდა, ფულად გამოსახულებაში კი 5,575.03 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის იმპორტის კლების მიზეზად მსოფლიოში ...

Read More »