პანდემიურ წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 10 000 ტონით (0,9%) შემცირდა და 1106 ათასი ტონა შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის იფნორმაციით, ქვეყანაში 2020 წელს შემოსული საწვავიდან ბენზინის იმპორტი 540,4 ათასი ტონაა (-0,7%), დიზელის საწვავის იმპორტმა – 565,6 ათასი ტონა (+2,5%-ით) შეადგინა.
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 342,8 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 31%; აზერბაიჯანი – 214,9 ათასი ტონა – 19,4%, რუმინეთი – 206,9 ათასი ტონა – 18,7%, ბულგარეთი – 112 ათასიტონა – 10,1%; თურქმენეთი – 104,7 ათასი ტონა – 9,5%, საბერძნეთი – 45 ათასი ტონა – 4,1%, ყაზახეთი – 41,5 ათასი ტონა – 3,7%, თურქეთი – 16,6 ათასი ტონა – 1,5%.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია.