ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
დეკემბრის თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,11 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,75 ევროს, დიზელის საწვავი – 1,34 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,54 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,64 ევროს, დიზელის საწვავი – 1,45 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,51 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,64 ევროს, დიზელის საწვავი – 1,33 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,53 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,59 ევრო, დიზელის საწვავი – 0,54 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,59 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი – 0,66 ევროს , დიზელის საწვავი – 0,57 ევროს;
აზერბაიჯანში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,60 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,67 ევროს; დიზელის საწვავი – 0,29 ევროს;
უკრაინაში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,73 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,77 ევროს, დიზელის საწვავი – 0,71 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,82 ევროს, დიზელის საწვავი – 0,69 ევროს;
მოლდავეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,80 ევროს, დიზელის საწვავი – 0,64 ევროს.
დეტალურად საწვავის ფასები ევროპის ქვეყნეში იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში (20 დეკემბრის მდგომარეობით):
ქვეყანა | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | დიზელი |
რუსეთი | 0,53 ევრო | 0,59 ევრო | 0,54 ევრო |
სომხეთი | 0,59 ევრო | 0,66 ევრო | 0,57 ევრო |
აზერბაიჯანი | 0,60 ევრო | 0,67 ევრო | 0,29 ევრო |
უკრაინა | 0,73 ევრო | 0,77 ევრო | 0,71 ევრო |
თურქეთი | 0,76 ევრო | 0,82 ევრო | 0,69 ევრო |
მოლდავეთი | 0,78 ევრო | 0,80 ევრო | 0,64 ევრო |
ლიტვა | 1,07 ევრო | 1,16 ევრო | 1,00 ევრო |
ლატვია | 1,14 ევრო | 1,20 ევრო | 1,02 ევრო |
ესპანეთი | 1,18 ევრო | 1,33 ევრო | 1,07 ევრო |
გერმანია | 1,32 ევრო | 1,45 ევრო | 1,16 ევრო |
საფრანგეთი | 1,36 ევრო | 1,43 ევრო | 1,28 ევრო |
საბერძნეთი | 1,43 ევრო | 1,64 ევრო | 1,16 ევრო |
იტალია | 1,48 ევრო | 1.79 ევრო | 1,35 ევრო |
ნორვეგია | 1,54 ევრო | 1,64 ევრო | 1,45 ევრო |
ნიდერლანდები | 1,67 ევრო | 1,75 ევრო | 1,34 ევრო |