თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისინი მეორე და მესამე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისათვის მზადებას ძალიან მალე დაიწყებენ. ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგური Akkuyu სამხრეთ მერსინის პროვინციაში შენდება. მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების ფონზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ კვლევებს ვატარებთ, რათა დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა. „Akkuyu–ს ელექტროსადგური ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2023 წელს შევა. Akkuyu–ს ატომური ელექტროსადგურის შემდეგ ჩვენ სწრაფად დავიწყებთ ჩვენი მეორე და მესამე ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ...
Read More »Tag Archives: #ალტერნატიული
კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ოკეანეებსა და მდინარეებს იყენებენ
გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვების შემცირების ფონზე, ზოგიერთი კომპანია ამჯობინებს, შედარებით გამოუყენებელ, თუმცა ენერგიის უხვ წყაროზე, მოქცევის ტალღებზე ფოკუსირდეს. ატლანტის ოკეანის ორ სხვადასხვა მხარეს, ორი კომპანია ცდილობს, გამოიყენოს ტალღების ენერგია, რათა გამოიმუშავოს ელექტროენერგია. შოტლანდიის სანაპიროსთან კომპანია Orbital Marine Power, მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოქცევის ტურბინას ამუშავებს. ტურბინა დაახლოებით სამგზავრო თვითმფრინავის ზომისაა და, შეიძლება ითქვას, ფორმითაც ...
Read More »გერმანია 4 სხვა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგია
გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ატომური ენერგეტიკა წიაღისეული საწვავის გამოყენების საწინააღმდეგო ეფექტური იარაღია და იგი კლიმატური კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებად უნდა განიხილებოდეს. ევროკავშირის მიერ წევრი ქვეყნების ნაწილის ასეთი პოზიციის გათვალისწინება და ატომური ელექტროსადგურების და ბირთვული ნარჩენების ...
Read More »საფრანგეთში, წყვილი, ქარის სადგურის ოპერატორებისგან, ჯანმრთელობის დაზიანების საკომპენსაციოდ 128000 ევროს მიიღებს
სასამართლომ ქარის ტურბინების ოპერატორი კომპანიებს კრისტელ და ლუკ ფოკარტების სასარგებლოდ 128 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ოქსიტანიის პროვინციის ტარნის დეპარტამენტის სოფელ ფორტნიეში მცხოვრები ბელგიელი წყვილი ამტკიცებდა, რომ მათ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთელი რიგი, კერძოდ, თავის ტკივილები, უძილობა, გულის ფრიალი, დეპრესია, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში და გულისრევა, რაც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, გამოწვეული იყო მათ სახლთან ...
Read More »კანადელები ბიტკოინის მაინინგით გამომუშავებული ენერგიით გათბებიან
კრიპტოვალუტის კანადური მაინინგ კომპანია MintGreen ჩრდილოეთ ვანკუვერში მდებარე სახლებს ბიტკოინების მაინინგით გამომუშავებული ენერგიით გაათბობს. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი CoinDesk წერს. გავრცელებული ინფორმაციით, MintGreen სითბოს დაახლოებით 100 შენობას მიყიდის. ტექნოლოგიის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ MintGreen-ის საკუთრებაში არსებული “ციფრული პროცესორები” ბიტკოინის მოპოვებისთვის გამოყენებული ელექტროენერგიის 96%-ს სითბოს სახით აღადგენს. კომპანია იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც მაინინგის შედეგად წარმოქმნილ სითბოს იჭერს და მას ცხელი წყლის სისტემისკენ მიმართავს. ამის ...
Read More »მეცნიერებმა მარსზე საწვავის წარმოების მიზნით შესაძლოა, პლანეტაზე ბაქტერიები გაუშვან
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მარსზე მისიების განსახორციელებლად წითელ პლანეტაზე კოსმოსური ხომალდებისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოება იქნება საჭირო, რომელსაც ასტრონავტები დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებენ. მათი თქმით, ამის ნაკლები დანახარჯებით მიღწევა ციურ სხეულზე ბაქტერიების გაშვების შემთხვევაშია შესაძლებელი. სპეციალისტები მოცემულ საკითხს დეტალურად გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილავენ. იქიდან გამომდინარე, რომ მარსისა და დედამიწის ატმოსფერო მნიშვნელოვნად განსხვავდება, წითელი პლანეტის ზედაპირიდან ...
Read More »საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. „გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა და კონკრეტულად, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) არიან ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურის განვითარების, რეფორმების და ...
Read More »ავსტრალიური კომპანია არგენტინაში წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარს ჩადებს
ავსტრალიური კომპანია Fortescue Future Industries-ი არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროში „მწვანე“ წყალბადის წარმოებაში 8 მლრდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ამ კომპანიის ლათინური ამერიკის განყოფილების წარმომადგენელმა აგუსტინ პიჩოტმა არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესსა და კომპანიის ხელმძრავენლობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „Fortescue-მ უკვე დაიწყო რეგიონის გეოლოგიური დაზვერვა, რათა დაიწყოს წყალბადის სამრეწველო წარმოება, რისთვისაც დაიხარჯება ...
Read More »ქართლის ქარის სადგურმა ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა
ესკოს ვებ გვერდზე არსებული ოპერატიული მონაცემების თანახმად, ოქტომბერში ქართლის ქარის სადგურმა 9,580 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ქართლის ქარის სადგურის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა რეკორდულია სადგურის არსებობის მთელი პერიოდისათვის.დღემდე 9 მლნ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია ქართლის სადგურს სულ ორჯერ, 2017 წლის აპრილში (9,417 მლნ კვტსთ) და 2018 წლის აპრილში (9,336 მლნ კვტსთ) ჰქონდა გამომუშავებული. ქართლის სადგურის მიერ მიმდინარე წლის ...
Read More »ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები
რაც დრო გადის, მით მეტად ხდება საჭირო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდა. ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და მომდევნო წლებისთვისაც არ გვაქვს სახარბიელო პროგნოზები. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება, ფასები ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე განუხრელად მატულობს და მოსალოდნელი რეალობაა, რომ ამ პროცესს მწვავე ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბუნებრივი გაზის მოპოვება იმ დონეზე გავზარდოთ, რომ ამით ქვეყნის შიდა ...
Read More »