ესკოს ვებ გვერდზე არსებული ოპერატიული მონაცემების თანახმად, ოქტომბერში ქართლის ქარის სადგურმა 9,580 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქართლის ქარის სადგურის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა რეკორდულია სადგურის არსებობის მთელი პერიოდისათვის.დღემდე 9 მლნ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია ქართლის სადგურს სულ ორჯერ, 2017 წლის აპრილში (9,417 მლნ კვტსთ) და 2018 წლის აპრილში (9,336 მლნ კვტსთ) ჰქონდა გამომუშავებული. ქართლის სადგურის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგია შარშანდელს 41,03%-ით, ყველა ოქტომბრის რეკორდულს კი 33,00%-ით აღემატება
ოქტომბერი 2017 – 6,894 მლნ კვტსთ
ოქტომბერი 2018 – 7,203 მლნ კვტსთ
ოქტომბერი 2019 – 5,803 მლნ კვტსთ
ოქტომბერი 2020 – 6,793 მლნ კვტსთ
ოქტომბერი 2021 – 9,580 მლნ კვტსთ
სულ, იანვარ-ოქტომბერში ქართლის ქარის სადგურმა 71,957 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობაზე 6,14%-ით ნაკლებია.
2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია:
2017 – 76,861 მლნ კვტსთ
2018 – 71,070 მლნ კვტსთ
2019 – 70,094 მლნ კვტსთ
2020 – 76,661 მლნ კვტსთ
2021 – 71,957 მლნ კვტსთ
ქართლის ქარის სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბერში შევიდა.
წყარო: ipress.ge