Tag Archives: #რუსეთი

ბრიტანეთში რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა

2023 წლის 1 იანვარს ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი შეწყვიტა. ამ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. “დღეს დიდმა ბრიტანეთმა სრულად შეაჩერა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი. ჩვენ პუტინს შევუწყვიტეთ მისი უკანონო ომის დაფინანსება და მხარს ვუჭერთ მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, მარტის დასაწყისში, განაცხადა, რომ 2022 ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე 31 დეკემბერს, მე-3 ბლოკში ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის ზოგიერთ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ტელეგრამის არხი “მსოფლიო კონფლიქტები 18+” წერს, რომ აფეთქებებია ბელგოროდის რეგიონში. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ომსკში აფეთქებების შესახებ. ომსკში მომხდარი აფეთქების შესახებ ტელეგრამის არხმა “ვერტიკალმა” გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა ასევე წერს, რომ აფეთქებაა ვორონეჟში.  

Read More »

პუტინის მოკავშირემ უკრაინაში მოინახულა რუსების მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგური

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოკავშირემ მოინახულა რუსეთის მიერ კონტროლირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს სამხრეთ უკრაინაში – რეგიონში, რომელიც, მოსკოვის განცხადებით, მის მიერაა ანექსირებული. ვიზიტის შესახებ ცნობას ავრცელებს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი. სერგეი კირიენკომ – კრემლის წარმომადგენელმა, რომელსაც ეხება რუსეთის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელობა და რომელიც უწინ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის დირექტორი იყო – ვიზიტისას განიხილა ...

Read More »

აშშ-მა იაპონიას რუსული ნავთობის ყიდვის უფლება მისცა

იაპონია მაისის შემდეგ პირველად განახორციელებს რუსული ნავთობის იმპორტს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება იმპორტიორებს საწვავის მარაგის შევსებისკენ მოუწოდებს. გემების გადაადგილების სათვალთვალო სისტემის მონაცემების თანახმად, „Sakhalin2″-ზე ნავთობით დატვირთული ტანკერი „Aframax” ახლა  იაპონიაში მიემართება. ამ მიწოდების მომხმარებელია იაპონური კომპანია Taiyo Oil. ტვირთი კიკუმესა და ნამიკატას ტერმინალებზე განიტვირთება. ეს ...

Read More »

მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს

მოსკოვმა და ანკარამ უკვე დაიწყეს მუშაობა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტის განხორციელებაზე. ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა კონფერენციაზე განაცხადა. „გაზის ჰაბი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან ფასებს ბუნებრივი აირის ბაზარზე“, – აღნიშნა მილერმა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ...

Read More »

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა – XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის ...

Read More »

ნოვაკი: თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, – განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა ...

Read More »

მაზუთის საცობმა შესაძლოა რუსეთის ნავთობმოპოვება დაასამაროს

2022–ის შედეგები რუსეთისთვის – რუსეთი ეკონომიკურ სუვერენიტეტს კარგავს. რესურსების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა დღეს უკვე ვეღარ წყვეტს, ვის, რა და რა ფასად მიჰყიდოს. 2023 წელს ექსპორტის ვარდნის გამო სახელმწიფო ხაზინის დეფიციტი არა 2,9 ტრლნ რუბლი, არამედ 16% იქნება. ეს საშინელი „ხვრელია“, რომელიც სახელმწიფო ვალის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ ლეპსიცი რუსულ გამოცემა „ნოვაია იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საექსპორტო დანაკარგების ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთმა გაზის მოპოვება 2022 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა

ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. „წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს. ...

Read More »