გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ.

გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს.

ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა რუსული ბარელის შესყიდვის შეჩერებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გააგრძელებს მუშაობას ნავთობის პარტიით, რომელიც გადის პოლონეთის პორტ გდანსკის გავლით.

გარდა ამისა, გერმანია იანვარში დაიწყებს ნავთობის მიღებას ყაზახეთიდან “დრუჟბას” გავლით, განუცხადეს “როიტერს” ინდუსტრიის წყაროებმა.

მათი თქმით, ყაზახეთი იანვარში გეგმავს ყარაჩაგანაკის საბადოდან 20 000 ტონა KEBCO Blend ნავთობის მიწოდებას, ხოლო პირველ კვარტალში გერმანიაში 300 000 ტონის გაგზავნას. წლის ბოლომდე მიწოდებამ შესაძლოა 1,2 მილიონ ტონას მიაღწიოს.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply