Tag Archives: #ნავთობი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. თებერვალში არსებული 2 მილსადენით 2.2 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, კლება იანვართან შედარებით 0.7 მლნ ტონაა. იანვარ-თებერვალში  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP)  ჯამში 5.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა.   შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი  31.8  მლნ ტონას შეადგენდა.

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 26  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,57 (+  2,62) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  60,97 (+ 2,41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

სამხრეთ ირანის საბადოებში ნავთობის მოპოვება 30% -ით გაიზარდა

22 მარტს ირანის სამხრეთ ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად მოჰამმადმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმოება გასული ირანული წლის მეორე ნახევარში (დასრულდა 19 მარტს) 30% -ით გაიზარდა. ამის შესახებ ირანულმა სააგენტომ IRNA-ამ განაცხადა. IRNA– ს ჟურნალისტებთან საუბრისას, კომპანიის დირექტორმა ასევე გააკეთა პროგნოზი, რომ ახალი ირანული წლის განმავლობაში კომპანიის წარმოების მოცულობა კიდევ 10% –ით გაიზრდება. მან აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს, ერთი მხრივ, მოპოვების 10% -ით შემცირებას ...

Read More »

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქტივები იყოფა

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის “ნავთობისა და გაზის კორპორაცის” აქტივები უნდა გაიყოს – ამის მიზეზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებია. კორპორაციის შემადგენლობიდან გამოვა ბუნებრივი აირის გადაცემის ქსელი და ის სხვა ორგანიზაციის ნაწილი გახდება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბუნებრივი გაზის გადამცემი ოპერატორის განცალკევების შესახებ” დადგენილების პროექტი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარადგინა. სემეკის ინფორმაციით, ახალი ნორმის მიღების შემდეგ ქართული კანონმდებლობა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს ...

Read More »

400 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობი დაიბლოკა სუეცის არხში

400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობტანკერია ჩარჩენილი  კონტეინერიმზიდი Ever Given მიერ არხის ყველაზე ვიწრო ნაწილში ფსკერზე დაჯდომის შედეგად სუეცის არხის ბლოკირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი South China Morning Post ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. მისივე თქმით, არხში ჩაიხერგა სულ მცირე შვიდი მსხვილტონაჟიანი გემი, რომელთაც გადაჰქონდათ 6,3 მილიონი ბარელი ნავთობი. ბარელზე 64 დოლარის ფასის შემთხვევაში, ამ ტვირთის საერთო ღირებულება შეადგენს 403 მილიონ ...

Read More »
ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.91 მლნ ბარელით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.91 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 502.711 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  232,279 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 3,81 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 141,553 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომმა” 1998 წლის შემდეგ პირველად დაამთავრა წელი ზარალით, ამასთან, მისი წილი ევროპის ბაზარზე 3%-ით შემცირდა

„გაზპრომში” აუდიტი რუსეთის ბუღალტრული სტანდარებიის მიხედვით ჩატარდა. წლიური ზარალი „გაზპრომს” ბოლოს 1998 წელს ჰქონდა დეკლარირებული. 2020 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირში „გაზპრომის” წილი 36%-დან 33%-მდე შემცირდა. ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან შემოსავალი 20,4%-ით, 34,5 მლრ დოლარამდე შემცირდა, მთლიანი მოგება – 25%-ით, 20,5 მლრ დოლარამდე. გაყიდვებიდან მოგება 57-ჯერ შემცირდა – 8,2 მლრ დოლარიდან 144 მლნ დოლარამდე. სუფთა ზარალის 2/3 – ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 14,537 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა

მიმდინარე წლის თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთში 14,537 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. თურქული გაზგამანაწილებელი ქსელის BOTAS-ოპერატორის ცნობით, ეს 3.625 მილიონი ბარელით ანუ 19,9% -ით ნაკლებია, გასული წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, BTC მილსადენით თურქეთის გავლით 33,504 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირდა. ეს 4,543 მილიონი ბარელით ანუ 11,9% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ორი თვე. შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-მა, Covid-19 პანდემიის გამო და რუსეთთან მიმართებაში ბუნდოვანი ენერგეტიკული გეოპოლიტიკის სირთულეების მიუხედავად, 2020 წლის შედეგებით კვლავ გაზარდა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სააგენტოს (EIA) მონაცემების თანახმად, მიწოდებები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა 2011 წლიდან. შესყიდვების მოცულობამ შეადგინა 538 ათასი ბარელი/დღეში. წლიური გამოხატულებით, რუსეთიდან მიწოდებები 3.5 %-ით გაიზარდა. ამრიგად, რუსეთი  გახდა სიდიდით მეორე ქვეყანა აშშ-ში ნავთობისა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა: 2021 წლის 24  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,41 (+  3.62) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61.18 (+ 3.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »