"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

„გაზპრომმა” 1998 წლის შემდეგ პირველად დაამთავრა წელი ზარალით, ამასთან, მისი წილი ევროპის ბაზარზე 3%-ით შემცირდა

„გაზპრომში” აუდიტი რუსეთის ბუღალტრული სტანდარებიის მიხედვით ჩატარდა. წლიური ზარალი „გაზპრომს” ბოლოს 1998 წელს ჰქონდა დეკლარირებული.

2020 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებულ ბუნებრივ აირში „გაზპრომის” წილი 36%-დან 33%-მდე შემცირდა.

ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან შემოსავალი 20,4%-ით, 34,5 მლრ დოლარამდე შემცირდა, მთლიანი მოგება – 25%-ით, 20,5 მლრ დოლარამდე. გაყიდვებიდან მოგება 57-ჯერ შემცირდა – 8,2 მლრ დოლარიდან 144 მლნ დოლარამდე.

სუფთა ზარალის 2/3 – 6,1 მლრ დოლარი – ჰოლდინგის ბალანსზე არსებული „გაზპრომ ნავთობის” აქციების კურსის ვარდნამ განაპირობა. გასული წლის მონაცემებით მათი ფასი 25%-ით დაეცა. ზარალის დარჩენილი ნაწილის კლება კი რუბლის დევალვაციის გამო „გაზპრომის” სავალუტო ვალის ზრდის და აგრეთვე, საექსპორტო შემოსავლების შემცირების შედეგია.

გასული წელს კომპანიამ საზღვარგარეთ 179,3 მლრ კუბ.მ. ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც უკანასკნელი 5 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ფიზიკურ გამოსახულებაში ექსპორტი 10%-ით შემცირდა, ფინანსურში კი, ევროპაში ფასების მკვეთრი, „გაზპრომის” რენტაბელობის წერტილზე (~100 დოლარი/ათას კუბ.მ.) ქვემოთ ვარდნის გამო, – 40%-ით

Leave a Reply