მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-მა, Covid-19 პანდემიის გამო და რუსეთთან მიმართებაში ბუნდოვანი ენერგეტიკული გეოპოლიტიკის სირთულეების მიუხედავად, 2020 წლის შედეგებით კვლავ გაზარდა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სააგენტოს (EIA) მონაცემების თანახმად, მიწოდებები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა 2011 წლიდან.

შესყიდვების მოცულობამ შეადგინა 538 ათასი ბარელი/დღეში. წლიური გამოხატულებით, რუსეთიდან მიწოდებები 3.5 %-ით გაიზარდა. ამრიგად, რუსეთი  გახდა სიდიდით მეორე ქვეყანა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ოდენობის მიხედვით, საუდის არაბეთთის შემდეგ.

რუსეთის წილმა შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყოველდღიურად იმპორტში 2020 წლის შედეგებით თითქმის 7%-ს მიაღწია, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ის 1%-ს არ აღემატებოდა, ეს ბარიერი მხოლოდ 2001 წელს გადალახა და 2011 წელს 5,5%-ს მიაღწია, შემდეგ  შემცირდა და 2019 წელს კვლავ 5,7 პროცენტამდე გაიზარდა.

Leave a Reply