Tag Archives: #ნავთობკომპანიები

2020 წელს რუსეთში ნავთობის წარმოება მინიმუმამდე დაეცა

2020 წელს რუსეთის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოებამ ცხრაწლიან მინიმუმს მიაღწია.  მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 512.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა, რაც ყოველდღიურად 10,27 მილიონ ბარელს უდრის. ზედიზედ 11-წლიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის წარმოების ასეთი კლება პირველად დაფიქსირდა. OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა მაისში წარმოების უპრეცედენტო შემცირება დაიწყეს, გლობალური კარანტინის გამო, მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ.  OPEC+ კოალიციამ შეკავებული მარაგის გარკვეული ნაწილი ბაზარზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა – ბიზნესი საწვავის გაძვირების მოლოდინშია

უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი გაძვირდება – ასეთია ადგილობრივი ბიზნესის მოლოდინი. როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი ზრდის გამო არაბრენდირებული საწვავი გაძვირდა. მათ შორის დიზელის ფასმა დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა და მომდევნო დღეებში ბენზინის გაძვირებაც დაანონსდა. ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევში კერძო სექტორი ბრენდირებული საწვავის გაძვირების მოლოდინშია.​  2021 წლის პირველივე კვირაში ნავთობის ფასი დაახლოებით 5-6 აშშ დოლარით გაიზარდა. ვაჭრობის ...

Read More »

“ბრენტის” ნედლი ნავთობის ფასმა პირველად 2020 წლის 24 თებერვლის შემდეგ 57 დოლარს გადააჭარბა

ლონდონში ICE ბირჟაზე მარტის ფიუჩერსების ღირებულება 0.42% -ით გაიზარდა. ლონდონში, ICE ბირჟაზე, Brent მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულება 0.42% -ით გაიზარდა და ბარელზე 57.07 აშშ დოლარს მიაღწია. პირველად 2020 წლის 24 თებერვლის შემდეგ, Brent მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 57 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 05:23 საათისთვის, WTI ნედლი ნავთობი 0.83% -ით გაიზარდა და ბარელზე 53.68 აშშ დოლარს მიაღწია.

Read More »

პანდემიის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება დატოვოს OPEC +

OPEC + ალიანსის შემდეგი შეხვედრა 4 მარტს გაიმართება. ექსპერტების აზრით, ორგანიზაციის წარმომადგენლები განიხილავენ გადაუჭრელ საკითხებს. ახლა დგას ეგრეთწოდებული მოვალეების მწვავე პრობლემა, ანუ OPEC + – ში შემავალი იმ ქვეყნების, რომლებიც არღვევენ ხელშეკრულების პირობებს. ორგანიზაციის მინისტრებმა აღნიშნულ ქვეყნებს სთხოვეს ნავთობის ჭარბი წარმოებისთან დაკავშირებული კომპენსირების გეგმის წარმოდგენა, რომელიც 15 იანვრისთვის უნდა იყოს უკვე წარდგენილი. თუმცა, სავარაუდოდ, არ ექნება ადგილი ზეწოლას მათზე, ვინც ...

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

ნავთობის ფასი მატების შემდეგ ისევ დაეცა

2021 წლის  11 იანვრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  55.66  (- 0,33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  52.25  (+  0,01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $55-ს გადაცდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2020 წლის თებერვლის შემდეგ $55-ს პირველად გადაცდა. ლონდონის ბირჟაზე (ICE), 8 იანვარს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $55,18 შეადგინა და თითქმის 1,5%-ით გაძვირდა. ამერიკული WTI-ის ფასი ბარელზე $51,48-მდე (+1,3%) გაიზარდა. ნავთობზე ფასების ზრდას Reuters-ის ანალიტიკოსები 2021 წელს ეკონომიკის აღდგენის შესახებ ინვესტორების პოზიტიურ განწყობას უკავშირებენ. ნავთობის ფასის კვალდაკვალ იზრდება ძირითადი საბირჟო ინდექსების ფასი აშშ-სა და იაპონიაში.

Read More »
საწვავი აღარ გაძვირდება, ბაზარზე ახალი ბრძოლა დაიწყო

როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის ბაზრისთვის?

ნავთობინდუსტრია პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დარგი აღმოჩნდა  – ლოქდაუნის პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვები მკვეთრად დაეცა, რის გამოც ენერგომატარებლებზე მოთხოვნაც ჩამოიშალა. დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა შერბილებული, მოთხოვნა დღე-ღამეში 15-17 მლნ. ბარელით გაიზარდა, მაგრამ კრიზისამდელ მდგომარეობასთან შედარებით მაინც 6-7 მლნ. ბარელით ნაკლებია. პანდემიის დროს ნავთობინდუსტიაში შექმნილი კრიზისული ვითარება ოპეკ-ის ფარგლებში საკვანძო ქვეყნებს შორის განხეთქილებამაც გააღრმავა – რუსეთი და საუდის არაბეთი ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

2021 წლის I ნახევარში OPEC-ი ნავთობის ბაზარზე რისკებს პროგნოზირებს

OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობის ბაზარზე რისკების არსებობას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ეს ძირითადად კორონავირუსის ახალი შტამით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ითვლება, ვშიშობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ბაზარზე რისკებს გაზრდის“, – განაცხადა ბარკინდომ. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ...

Read More »

მოსალოდნელია თუ არა საწვავზე ფასის მატება იანვარში?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობზე ფასების მატება მოსალოდნელია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის დაძლევის მოლოდინები ოპტიმისტურია. „ნავთობის ფასი გასულ წელს ისტორიულად ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. განსაკუთრებით მარტ-აპრილში, ზოგადად მთელი წელი სანავთობე ინდუსტრიისთვის იყო უაღრესად ნეგატიური, ვინაიდან ფასები იყო ძალიან დაბალი, რაც განპირობებული იყო პანდემიით. ნოემბრიდან როდესაც დააანონსეს, რომ ვაქცინა უკვე გამოჩნდებოდა, და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ...

Read More »