დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $55-ს გადაცდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2020 წლის თებერვლის შემდეგ $55-ს პირველად გადაცდა.

ლონდონის ბირჟაზე (ICE), 8 იანვარს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $55,18 შეადგინა და თითქმის 1,5%-ით გაძვირდა. ამერიკული WTI-ის ფასი ბარელზე $51,48-მდე (+1,3%) გაიზარდა.

ნავთობზე ფასების ზრდას Reuters-ის ანალიტიკოსები 2021 წელს ეკონომიკის აღდგენის შესახებ ინვესტორების პოზიტიურ განწყობას უკავშირებენ. ნავთობის ფასის კვალდაკვალ იზრდება ძირითადი საბირჟო ინდექსების ფასი აშშ-სა და იაპონიაში.

Leave a Reply