Tag Archives: #ენერგეტიკა

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს, რაც აქამდე 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა ლიეტუვის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა. მისმა ხელმძღვანელმა როკას მასიულისმა თქვა, რომ ამ თემაზე დაიწყო დისკუსიები ესტონეთთან და ლატვიასთან და დისკუსიებში ევროპის კომისიაც მონაწილეობს. მასიულისმა ასევე თქვა, რომ ევროპული ელექტროგადამცემი ქსელი ENTSO-E ბალტიის ქვეყნების ქსელებს საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ამის შესახებ ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმიაცას „თელასი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, ბეღლეთის, მუჯირიშვილის, სომხეთის, შილდის, ახალუბნის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ოძისის, ყვარლის, ტოლენჯის, რატილის, წალენჯიხის, ამირეჯიბის, გეზათის და კვალეთის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის და ივერიელის ...

Read More »

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელიც გაზისა და ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესებასაც განიხილავენ

Bloomberg-ის ცნობით,უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელზე მუშაობაც უახლოეს კვირებში დასრულდება. გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების მე-7 პაკეტში იგეგმება სანქციების გაფართოება და რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვა. ამასთან, განიხილება ნავთობზე ფასის შეზღუდვა, თუმცა გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში მკაცრი სანქციების დაწესებას ვერ შეძლებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ რუსული გაზი სანქციების სიაში შეეტანათ, თუმცა ქვეყნების ...

Read More »

მედიის ინფორმაციით, მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა

ცნობილი მოლდოველი ჟურნალისტის, ვალერი დემიდეცკის შეფასებით, ხელისუფლება სათაგურსა და გეოპოლიტიკური გადაწყობის ხაფანგში აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივ აირსა და მომსახურების სხვა სფეროებში ფასების ზრდას უკავშირდება. მისი თქმით, იმ სქემას, რომელშიც ახლა ქვეყანა აღმოჩნდა, თავად მოლდოველები მოითხოვდნენ, კერძოდ, ევროპულ ფასებს, რასაც მოლდოვის ეკონომიკა ვერ გაუმკლავდებოდა კრედიტის გარეშე. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტმა „ტივისი 21-ის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. ამასთან, მოლდოვა ...

Read More »

Siemens Energy: „მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს“

გერმანული კომპანია Siemens Energy აცხადებს, რომ კანადაში შესაკეთებლად გაგზავნილ მილსადენის ტურბინას რუსეთი რაც შეიძლება მალე მიიღებს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. „პოლიტიკური საექსპორტო გადაწყვეტილება არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ტურბინის მიწოდებისთვის. ამჟამად ჩვენი ექსპერტები ინტენსიურად მუშაობენ ყველა შემდგომ ფორმალურ დამტკიცებასა და ლოგისტიკაზე. ჩვენი მიზანია ტურბინის ექსპლუატაციის ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპორტირება“,  – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ტურბინის გადაცემით გერმანიას ბუნებრივი აირის ...

Read More »

„ელექტრონერეგია თუ არ გვექნება, ბნელი დრო დაგიდგებათ,“ – ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრებს ემუქრება

„ელექტრონერეგია თუ არ გვექნება, ბნელი დრო დაგიდგებათ,“ – ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის წევრებს ემუქრება „თუ დეფიციტის საკითხი არ მოგვარდება და ელექტროენერგია არ გვექნება, ყველა ჩინოვნიკს ბნელი დრო დაუდგება. თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას მეტად არასასიამოვნო გზით საკუთარ თავზე იგრძნობთ,“ – ასეთი გაფრთხილება დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს მისცა. „აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანია აფხაზეთში 2022 წლის მიზნობრივი ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოსა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 ...

Read More »

„საქართველოს გარდა ალტერნატივა არ გვაქვს“ – ყაზახეთს ნავთობის გატანა რუსეთის გვერდის ავლით სურს

ყაზახეთი ნავთობის გასატანად ახალ მარშრუტებს ეძებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც რუსეთთან, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, მთავრობას მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა. 6 ივლისს რუსულმა სასამართლომ კასპური მილსადენის კონსორციუმს (CPC) ნავთობის ექსპორტი 30 დღით აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც „სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ ეხება, ...

Read More »

ანალენა ბერბოკი – გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია მუშაობს ყველა შესაძლო სცენარზე გაზის დეფიციტის შემთხვევაში. „ჩვენ თუ გვექნება ნაკლები ენერგია, ნაკლები მომარაგება, ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ის სამართლიანად იყოს გადანაწილებული“, – განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მინისტრმა მტკიცედ უარყო მოთხოვნები, ჯერჯერობით ქსელიდან არ გაეთიშათ სამი ...

Read More »