ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს

ლიეტუვა ცდილობს, ბალტიის ქვეყნები 2024 წლისთვის გამოეთიშონ რუსეთის ელექტროგადამცემ ქსელს, რაც აქამდე 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი. ამის შესახებ 13 ივლისს განაცხადა ლიეტუვის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა. მისმა ხელმძღვანელმა როკას მასიულისმა თქვა, რომ ამ თემაზე დაიწყო დისკუსიები ესტონეთთან და ლატვიასთან და დისკუსიებში ევროპის კომისიაც მონაწილეობს.

მასიულისმა ასევე თქვა, რომ ევროპული ელექტროგადამცემი ქსელი ENTSO-E ბალტიის ქვეყნების ქსელებს საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში შეუერთდება, თუკი ქვეყნები გამოეთიშებიან რუსულ ქსელს.

„თუკი რუსეთი გაგვთიშავს, დღესაც რომ მოხდეს ეს, მზად ვიქნებით საამისოდ. ჩვენი ანალიზი ნათელყოფს, რომ ელექტროენერგიით მომარაგება არ შეიზღუდება, არ არის მოსალოდნელი სერიოზული შეფერხებები“, – უთხრა მასიულისმა ჟურნალისტებს. ევროპელ ოპერატორებთან ჩვენი შეთანხმება ისეთია, რომ 24 საათის განმავლობაში მოხდება ჩვენი მათთან სინქრონიზება“, – თქვა მან.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply