Tag Archives: #ბირთვული

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“

რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო “თასმინს”. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის ...

Read More »

თეირანს აშინებს, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს

ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს. ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა “რაკეტები ესროლეს ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც ბირთვული რეაქტორია”

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რაკეტებს ესვრიან ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც განთავსებულია ბირთვული მასალა და რეაქტორი. ატომურ ობიექტზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს “მასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა”, იუწყება უსაფრთხოების სამსახური.

Read More »

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია, სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას

მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია. სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, გაბრიელიუს ლანდსბერგის განმარტებით, სამი თვის წინ არც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ მასალები ...

Read More »

საფრანგეთი მკაცრად გმობს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმას

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა. ”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბირთვული სტრუქტურის მთლიანობის ამ დაზიანებას, სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, მოსთხოვოს რუსეთს შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც, მისი ...

Read More »

“ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ასეთ თავდასხმებს შეიძლება “კატასტროფული” შედეგები მოჰყვეს. „ატომური ელექტროსადგურების უშუალო სიახლოვეს რუსეთის თავდასხმებს შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. სასწრაფოდ უნდა შეჩერდნენ. დაბომბვამ და შედეგად ხანძარმა ელექტროსადგურზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას,” ...

Read More »

რადიაციამ არ იცის, სად მდებარეობს რუსეთი, არც თქვენი ქვეყნის საზღვრებს ცნობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რუსეთის მოსახლეობას მიმართავს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჩერნობილის კატასტროფისა და ზიანის დავიწყება, ატომურ ელექტროსადგურებზე კი თავდასხმა რუსეთისთვისაც საზიანო იქნება. “რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ თქვენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ჩვენ 1986 წელს ხომ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი. მსხვერპლები. უნდა გახსოვდეთ ნათება დანგრეულ ენერგობლოკზე. ...

Read More »

ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, კვლავ აფეთქების ხმა გაისმა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ამჟამად დეტალები ზუსტდება. მანამდე, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ ენერგოდარი ყველა მხრიდან დაბლოკილია ოკუპანტების მიერ, მაგრამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს. სტარუხის თქმით, მოსახლეობის დასაშინებლად რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქში შესვლისას ცარიელი ვაზნებიდან ისროდნენ.

Read More »

ზელენსკიმ და ბაიდენმა ილაპარაკეს ხანძარზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ. თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებები და ობიექტთან მიუშვას მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები. თეთრი სახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენი ინფორმაციის მისაღებად ესაუბრა აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჯილ ჰრუბისაც. თეთრი ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

Read More »