რუსმა სამხედროებმა “რაკეტები ესროლეს ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც ბირთვული რეაქტორია”

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რაკეტებს ესვრიან ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტს, რომელშიც განთავსებულია ბირთვული მასალა და რეაქტორი.

ატომურ ობიექტზე დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს “მასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა”, იუწყება უსაფრთხოების სამსახური.

Leave a Reply