გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია, სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას

მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია. სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, გაბრიელიუს ლანდსბერგის განმარტებით, სამი თვის წინ არც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ მასალები გააჩნდათ.

„ორი რამ აჩერებს რუს აგრესორს: უკრაინელი ხალხის ნება და გამბედაობა და ჩვენ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი. ჩვენ განვიხილავთ ბალტიისპირეთის რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის წინ არც უკრაინაზე თავდასხმის მასალები გვქონდა. მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია და სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უნდა უსაფრთხო ზონები შეიქმნას. გამოცხადდეს უსაფრთხო ტერიტორიად და ითქვას, რომ ომის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Leave a Reply