ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი თურქეთში მიფრინავს, რათა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისა და სხვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება განიხილოს. შესაბამის განცხადებას IAEA-ს ხელმძღვანელი Twitter-ზე აქვეყნებს. “მივდივარ ანტალიაში, თურქეთში, რათა განვიხილო უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფის გადაუდებელი საკითხები“, – წერს რაფაელ გროსი. ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში დღეს, 10 მარტს არის დაგეგმილი.
Read More »