Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.92 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.56  (+  2.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 2,1 ათასი ტონით ანუ 2%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (107 ათასი ტონა) შედარებით.   მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 49,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი ...

Read More »

ყაზახურმა ნავთობმა გერმანიაში, შესაძლოა, რუსული ნავთობი ჩაანაცვლოს

ყაზახეთის ეროვნული კომპანია KazMunayGas განიხილავს გერმანიაში ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას, ნათქვამია ოპერატორის ვებსაიტზე. საუბარია ყაზახური ნავთობის ექსპორტზე “დრუჟბას” მილსადენით გერმანიის აღმოსავლეთში, შვედტის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში. ქარხანას აქვს წლიური სიმძლავრე 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს და აწვდის საწვავს ბერლინს და აღმოსავლეთ გერმანიის უმეტეს ნაწილს, ნათქვამია RBC-ის მოხსენებაში. მომარაგების საკითხს KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარე, მაგზუმ მირზაგალიევი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივან, მიხაელ ...

Read More »
რუსული ტერაქტები თურქეთში და საქართველო - ვინ და რატომ აფეთქებს სტრატეგიულ მაგისტრალებს?

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერი აფეთქდა

სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფო, საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. წყარო: pia.ge

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 1%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,82 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,22 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

კანადა 2035 წლისთვის ბენზინის და დიზელის ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

კანადაში 2035 წლიდან ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. კანადის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შედგება დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც მსუბუქი ავტომობილების გაყიდვაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის მიხედვით 2026 წლისთვის კანადაში გაყიდული ავტომობილების 20%-ს გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა ჰქონდეთ. 2030 წლისთვის ასეთი ავტომობილების წილი 60% უნდა იყოს და 2035 წლისთვის – 199%. გარდა ამისა, კანადის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  23  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,98 (-  1.22)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,49  (-   0,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 5,89 მლნ  ბარელით და შეადგინა 418,234 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,53 მილიონი ბარელით  და შეადგინა  226,113 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,24 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,929 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »
Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზებს ცვლის

Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

ბრიტანული კომპანია Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა. JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,35 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,08 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »