Goldman Sachs ნავთობის ფასის პროგნოზებს ცვლის

Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

ბრიტანული კომპანია Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა.

JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა.

ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია. ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია.

პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა.

Leave a Reply