გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 5,89 მლნ  ბარელით და შეადგინა 418,234 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,53 მილიონი ბარელით  და შეადგინა  226,113 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,24 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,929 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply