Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობმომპოვებელი რუსული კომპანია ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს

სიდიდით მეორე ნავთობმომპოვებელი რუსული კომპანია ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს. “ლუკოილის დირექტორთა საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო. შეიარაღებული კონფლიქტის სასწრაფო დამთავრებისკენ მოწოდებით, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა მსხვერპლის გამო, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო”, – აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, ლუკოილში აღნიშნავენ, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრენი არიან. ლუკოილის პრეზიდენტი, მილიარდერი ვაგიტ ალეკარპოვია, ხოლო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,46  (- 2,47)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,67  (-  2,93)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრეები რუსული ნავთობის ყიდვას თავს არიდებენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ამის პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მძიმე, ნეგატიური შედეგები მოჰყვა. საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მოვაჭრეები და მსხვილი შემსყიდველები თავს არიდებენ რუსული ნავთობის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფადაა ხელმისაწვდომი. ბრიტანული კვლევით ცენტრის, Energy Aspects-ის ინფორმაციით, რუსული წარმოების ნავთობის თითქმის 70% ბირჟებზე ვერ იყიდება, რადგან მისი შეძენით მოვაჭრეები არ ინტერესდებიან. ...

Read More »

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი დაბომბეს

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი იწვის. დღეს დილით, ასტრას კომბინატის ტერიტორიაზე, დაბომბვისას ჭურვი ნავთობის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელი აალდა. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

OPEC და რუსეთი ფასების ზრდის მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკას მტკიცედ იცავენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად  Opec – ის წევრები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თავიანთ ამჟამინდელ გეგმას, რათა ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით გაზარდონ. OPEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნავთობის ბაზრის ამჟამინდელი საფუძვლები და კონსენსუსი მიუთითებს კარგად დაბალანსებულ ბაზარზე და იმაზე, რომ მიმდინარე არასტაბილურობა გამოწვეულია არა ბაზრის ფუნდამენტური ცვლილებებით, არამედ მიმდინარე გეოპოლიტიკური განვითარებით“ ბაზარზე ნავთობის ფასმა ...

Read More »

SOCAR-ის ტოპ მენეჯმენტში ცვლილებაა

ლევან გიორგაძემ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დატოვა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, SOCAR -ის ქართულ შვილობილს ნოდარ ყანჩაველი უხელმძღვანელებს. ნოდარ ყანჩაველი „სოკარის“ გუნდს 2014 წლიდან შეუერთდა. 2019 წლიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საოპერაციო დირექტორი იყო.

Read More »
The Washington Post - აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე და თანამშრომლობისთვის განწყობილი გახადოს

IEA-მა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებაზე

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA)  მინისტრებმა სამშაბათს გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მარაგებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებასთან დაკავშირებით, ნათქვამია IEA-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. ”სიტუაცია ენერგეტიკულ ბაზრებზე არის ძალიან სერიოზული და მოითხოვს ჩვენს სრულ ყურადღებას. გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, რაც მსოფლიო ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს აღდგენის მყიფე ეტაპზე.  მადლობელი ვარ იმისათვის, რომ IEA-ის წევრმა ქვეყნებმა წარადგინეს საწყისი 60 მილიონი ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ ExxonMobil-ს მოგება 17–წლიან მინიმუმამდე შეუმცირა

რუსეთში მუშაობას ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-იც წყვეტს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და სანქციების გამო, რუსეთში მუშაობას წყვეტს მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი. კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი. ExxonMobil-ი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, რაც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის ხალხს. კომპანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვალდებულებებს. შეგახსენებთ, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,04-0,06 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – ...

Read More »

OPEC+ შესაძლოა, დაიშალოს

OPEC+ თანამშრომლობის ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ შესაძლოა, დაიშალოს, რადგან დასავლური ძალები საუდის არაბეთს, აბუ დაბის და სხვა წევრ ქვეყნებს, მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტის მიზნით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მოაქცევენ. ინფორმაციას OilPrice.com ავრცელებს. მოსკოვთან მზარდი ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარ არაბულ მოთამაშეებს, განსაკუთრებით, ერ რიადს, აბუ დაბისა და OPEC-ის არაწევრ ეგვიპტეს შორის ჩამოყალიბდა, ...

Read More »