Tag Archives: #ენერგეტიკა

გამათბობლებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრთხილებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განმარტა, არის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს. „ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები ...

Read More »

ჩინეთი თურქმენეთისგან 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს

თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთის გაზსადენის მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩინეთი თითქმის ორჯერ მეტ გაზს მიიღებს. ექსპორტი წელიწადში 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, წერს გამოცემა “ნეიტრალური თურქმენეთი”. ახლა გაზსადენი 3 განშტოებისგან შედგება, ამიტომ 2021 წელს თურქმენეთმა ჩინეთში 34 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ის იყო ქვეყნისთვის ნედლეულის ყველაზე დიდი მიმწოდებელი. მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში გაშვებით თურქმენეთი შეძლებს ჩინეთში გაზის ექსპორტი 1,9-ჯერ გაზარდოს. გარდა ამისა, ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, კაკაბეთის, კოპცევის, ხარაბაძის, ბუკისციხის, სერგი ჯიქიას, ტატიშვილის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელიანების, მესხეთის, გომარეთის, ონიაშვილის და ივერიელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი – საფრანგეთის პრემიერმა ენერგოკრიზის გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა ხუთშაბათს მთავრობას „ენერგეტიკული სიფხიზლის“ გეგმა წარუდგინა. სიახლე ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირებას გულისხმობს და მისი აზრით, მხოლოდ ზოგადი მობილიზაცია მოიტანს სასურველ შედეგს. წარმოდგენილი გეგმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა და ის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შთამბეჭდავ სპექტრს მოიცავს. ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი კერძოდ, ოფისებში ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 19 გრადუსს, ხოლო საწარმოების საწყობებში ის მაქსიმუმ 16 ...

Read More »

Chevron-ის ხელმძღვანელი: დასავლეთის კლიმატის პოლიტიკამ გამოიწვია ენერგეტიკული კრიზისი

დასავლეთის მთავრობებმა თავიანთი კლიმატისა და არასწორი საინვესტიციო პოლიტიკით ნავთობისა და გაზის კრიზისის პროვოცირება და გამწვავება მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში Chevron-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ვირტმა განაცხადა. მისი სიტყვებით, დასავლეთის ქვეყნებმა არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებში, იმ მიზეზით, რომ სურდათ უარი ეთქვათ წიაღისეულ საწვავზე, რის გამოც “ტრილიონობით დოლარი” დაიკარგა სექტორში. ამჟამად, ნავთობისა და ...

Read More »

კრემლი ფსონს ზამთარზე დებს – „პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ევროპელებს გაზით ზამთარში დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ“

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ – საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ხშირად ისმის და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში  რჩებიან.  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ. „კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე ...

Read More »

ირანს რუსული გაზის გაყიდვა სპარსეთის ყურის ქვეყნებში სურს

„ირანი მზად არის რუსული ბუნებრივი აირის სვოპ მიწოდებისთვის (არაპირდაპირი მიწოდებისთვის). თეირანს შეუძლია ის მიჰყიდოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს“, – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ აჰმად ასადზადემ, წერს უცხოური მედია. „ჩვენ ასი პროცენტით მზად ვართ. ჩვენი ინფრასტრუქტურა მზად არის. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო სამუშაო… ბურთი რუსეთის მხარესაა“, – განაცხადა მან. ახლა თეირანი ელოდება რუსეთის შეთანხმებას თურქმენეთთან, რომლის ტერიტორიის გავლითაც მოხდება მიწოდება. თუ ...

Read More »

კომპანია ENKA “ნამახვანჰესის” პროექტით ისევ დაინტერესებულია?

თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ENKA “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა. “იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსული ინვესტორები, პროექტების ვერ განხორციელების გამო საარბიტრაჟო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ამ ეტაპზე [ENKA-ს შემთხვევაში] მთავრობასთან მოლაპარაკებებში არიან და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება მალე შედგება. არ მგონია, რომ ეს ...

Read More »

უკრაინული “ნაფტოგაზი” და “უკრენერგო” EBRD-ის დახმარებით 90 მილიონ ევროს მიიღებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. ქვეყნები „ნაფტოგაზისა“ და „უკრენერგოს“ დასახმარებლად 36,5 და 54,4 მილიონ ევროს გამოყოფენ. „უკრაინის ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად, EBRD პრიორიტეტულად მიიჩნევს ვაჭრობის დაფინანსებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სურსათის უსაფრთხოებას, ასევე ფარმაცევტული კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. კანადის მიერ გამოყოფილი თანხები ზამთრის სეზონამდე ...

Read More »

უკრაინის ყველა ენერგოობიექტი აღდგენილია – დენის შმიგალი

უკრაინაში ყველა ენერგეტიკული ობიექტი აღდგენილია, რომლებიც 10 ოქტომბერს რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ 14 ოქტომბრისთვის  მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილიზაცია მოვახდინეთ. მომხმარებლებისთვის შეზღუდვების გრაფიკი აღარ გამოიყენება. ამჟამად მთელი ენერგოსისტემა გამართულად მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე განაცხადა, რომ მაგისტრალური ქსელების ...

Read More »