თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთის გაზსადენის მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩინეთი თითქმის ორჯერ მეტ გაზს მიიღებს.
ექსპორტი წელიწადში 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, წერს გამოცემა “ნეიტრალური თურქმენეთი”.
ახლა გაზსადენი 3 განშტოებისგან შედგება, ამიტომ 2021 წელს თურქმენეთმა ჩინეთში 34 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ის იყო ქვეყნისთვის ნედლეულის ყველაზე დიდი მიმწოდებელი.
მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში გაშვებით თურქმენეთი შეძლებს ჩინეთში გაზის ექსპორტი 1,9-ჯერ გაზარდოს.
გარდა ამისა, აშხაბადი და პეკინი შეთანხმდნენ გალკინისის საბადოს მეორე ფაზის განვითარებაზე.
წყარო: bfm.ge