Tag Archives: #ევროპა

სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას ვერ მიიღებს

სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კაროლ გალეკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაეთანხმება ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, სლოვაკეთი არ არის სანქციების წინააღმდეგ და სურს დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ზომებს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, რომ სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის. გალეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება დააზარალებს არა მხოლოდ სლოვაკეთის, ...

Read More »

რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის მიერ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ელჩებმა წარდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, გამოცემა ასევე წერს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, რომ მათ ...

Read More »

რუსეთი ევროპულ ენერგოსისტემაში შეღწევას ამჯერად ნიგერიიდან ცდილობენ

რუსი ინვესტორები მზად არიან დააფინანსონ გაზსადენის მშენებლობა ნიგერიიდან მაროკოში, რათა გაზი მიაწოდოს ევროპაში. ამის შესახებ ნიგერიის ნავთობის რესურსების მინისტრმა ტიმიპრე სილვამ განაცხადა. მანამდე ევროკომისიში განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს რუსული გაზის მიტოვებას ხუთი წლის განმავლობაში. თუმცა ექსპერტების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ პროექტი ათ წელზე მეტი ხნისაა და ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია LNG ქარხნების არსებობა. „რუსები ჩემთან ერთად იყვნენ ოფისში გასულ კვირას. მათ ...

Read More »

ევროკომისია წარადგენს გეგმას, რომელიც წლის ბოლომდე რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლებას ითვალისწინებს

ევროკომისია მიმდინარე თვეში წარადგენს გეგმას, რომელიც წლის ბოლომდე რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. კადრი სიმსონის თქმით, ევროკავშირმა მიმართა გაზის ყველა ძირითად მიმწოდებელს, რათა დაეხმარონ ევროკავშირს რუსული გაზის ალტერნატივით ჩანაცვლებაში. გეგმა ასევე ითვალისწინებს გაზის ჩანაცვლებას განახლებადი ენერგიით ან ენერგიის დაზოგვას, სადაც ეს შესაძლებელია.

Read More »

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზლოტან კოვაჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტი ევროპარლამენტში წარადგინა. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს პაკეტი მოიცავს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების ეტაპობრივ გეგმას, რაც ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. კერძოდ, ამ ორ ქვეყანას სანქციების შესრულება 2023 წლამდე არ ...

Read More »

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ქვეყნების, ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან სანქციები მოჰყვა. ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვა დააწესეს, თუმცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. ბლოკი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავს როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილს. გერმანიის, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის განცხადებით, მიუხედავად რუსული ენერგოიმპორტის შეჩერების ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ბულგარეთი ბუნებრივი აირის მიწოდების რეგიონული ცენტრი ხდება

ბალკანეთისა და იტალიისთვის გაზის დამატებითი შესყიდვის უზრუნველსაყოფად და გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გამოყენების გასაკონტროლებლად, ბულგარეთში რეგიონული ცენტრი გაიხსნება. გეგმის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ბულგარეთმა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, ევროკომისიის ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. ვასილევის განცხადებით, ბულგარეთს ევროპის სხვა ქვეყნებისთვის 17-20 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს. განიხილეს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდას ეხება. ევროკომისიის წევრი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ რუბლებში გაზის საფასურის გადახდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, რაც დაუშვებელია. რუსეთმა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყვიტა.

Read More »

დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი ეტაპი რუსულ ნავთობზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს განუცხადა, რომ ბლოკის სანქციების შემდეგი ეტაპი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, – დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

Read More »

ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს

ვროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია სამშაბათს დაასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას, რადგან ნავთობის ექსპორტი მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა. უნგრეთმა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს სანქციებს ენერგეტიკის სფეროში. სლოვაკეთი ასევე ...

Read More »