რუსეთი ევროპულ ენერგოსისტემაში შეღწევას ამჯერად ნიგერიიდან ცდილობენ

რუსი ინვესტორები მზად არიან დააფინანსონ გაზსადენის მშენებლობა ნიგერიიდან მაროკოში, რათა გაზი მიაწოდოს ევროპაში. ამის შესახებ ნიგერიის ნავთობის რესურსების მინისტრმა ტიმიპრე სილვამ განაცხადა. მანამდე ევროკომისიში განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს რუსული გაზის მიტოვებას ხუთი წლის განმავლობაში. თუმცა ექსპერტების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ პროექტი ათ წელზე მეტი ხნისაა და ქვეყნისთვის უფრო მომგებიანია LNG ქარხნების არსებობა.

„რუსები ჩემთან ერთად იყვნენ ოფისში გასულ კვირას. მათ ძალიან სურთ ამ პროექტში ინვესტიციის ჩადება და არის ბევრი სხვა ადამიანი, ვისაც ასევე სურს პროექტში ინვესტირება. ეს არის მილსადენი, რომელიც ჩვენს გაზს აფრიკის ბევრ ქვეყანაში გაატარებს, ისევე როგორც აფრიკის კონტინენტის კიდემდე, სადაც ჩვენ ასევე შევძლებთ შევიდეთ ევროპულ ბაზარზე“, – თქვა ნავთობის რესურსების მინისტრმა, ტიმიპრე სილვამ.

მისი თქმით, პროექტით დაინტერესებულია OPEC-იც. მთავარი ინვესტორები ნიგერია და მაროკო იქნებიან.

„ნიგერია-მაროკოს გაზსადენი არის დასავლეთ აფრიკის გაზსადენის პროექტის გაგრძელება, რომლმაც უკვე მიაღწია განას და უკვე ფუნქციონირებს ბენინსა და ტოგოში. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ის მაროკოს სანაპიროზე. ახლა ჩვენ ჯერ კიდევ კვლევისა და დაფინანსების ფაზაში ვართ“, – თქვა ნიგერიელმა მინისტრმა.

ის ირწმუნება, რომ მშენებლობა 2023 წელს მოქმედი პრეზიდენტის მოჰამედ ბუჰარის წასვლამდეც დაიწყება.

აპრილის დასაწყისში, ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ნიგერიის ხელისუფლებისა და ნიგერიის ეროვნული ნავთობკომპანიის დარწმუნება, გაზარდონ გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში. მათ, თავის მხრივ, ქვეყანაში მომუშავე დასავლელ ინვესტორებს ინვესტიციების გაზრდა შესთავაზეს.

თეორიულად, ევროპასა და მაროკოს სჭირდება ნიგერიული გაზი. ევროკომისია გეგმავს ეტაპობრივად გამოვიდეს რუსული საწვავიდან ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანამ შეწყვიტა გაზის მიღება ალჟირიდან, რადგან ესპანეთში გაზის ტრანზიტი შეჩერდა.

ნიგერიასა და მაროკოს შორის მილსადენი 4000 კილომეტრი იქნება და 13 ქვეყანაში გაივლის.

გარდა ამისა, არსებული მოკლე, დასავლეთ აფრიკის გაზსადენი, 2008 წელს ამოქმედდა და ფუნქციონირებს ხარვეზებით. თავიდან ორი წლით გააჩერეს შიგნით ჭარბი სითხის აღმოჩენის გამო. 2012 წელს კი გაზსადენით გაზის მიწოდება ერთი წლით შეწყდა იმის გამო, რომ ნიგერიელმა მეკობრეებმა, რომლებიც ნავთობტანკერზე ასვლას ცდილობდნენ, წყალში ჩაგდებული ანკერით დააზიანა მთავარი ხაზი.

ნიგერიის საექსპორტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრია.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply