Tag Archives: #ევროპა

აფეთქების გამო ტეხასის უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელი ქარხანა სამი კვირით დაიხურება

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამამუშავებელი აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა Freeport LNG, რომელიც ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, აფეთქების გამო სამი კვირით დაიხურება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ზე იტყობინება. აფეთქება და ხანძარი ქარხანაში ოთხშაბათს მოხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია აშშ-ს ბუნებრივი აირის  ბაზარზე და შესაძლოა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც იმოქმედოს. ალექს მანტონის, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1000 ნიშნულს ისევ ასცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 017,9 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

IEA – თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას 2 გრადუსით შეამცირებენ, რუსული გაზი აღარ დასჭირდებათ

ევროპა რუსული გაზის გარეშე მკაცრ ზამთარსაც კი გადაიტანს, თუ ევროპელები სახლებში ტემპერატურას ორი გრადუსით შეამცირებენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განცხადება ენერგოეფექტურობის კონფერენციაზე გააკეთა, რაც ორგანიზაციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, IEA-მ გამოვთვალა, რომ თუ ევროპელი მომხმარებლები საკუთარ სახლებში ტემპერატურას მხოლოდ ორი გრადუსით შეამცირებენ, მაშინ, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაიზოგება, რაც Nord Stream 1-ით ...

Read More »

რა შედეგების მომტანი იქნება ემბარგო რუსეთისთვის

მიმდინარე კვირას ევროკავშირმა  რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირი აპირებს, რომ იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტზე  წლის ბოლომდე  თქვას უარი. რუსეთისთვის დაწესებული ემბარგოს გავლენებსა და შედეგებზე საუბრობს  კრის ვიფერი, ანალიტიკოსი ეკონომიკის საკითხებში. კრის ვიფერმა, ანალიტიკოსმა ეკონომიკის საკითხებში, განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ენერგორესურსებისთვის მარტივი ბაზარი იპოვა და ჯერ ვერ იგრძნობს ფინანსურ დარტყმას. ექსპერტის თქმით, ინდოეთი და ჩინეთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებია, რადგან  ისინი რუსულ ნავთობსა ...

Read More »

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული ...

Read More »

ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობს

ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობს. Financial Times-ის ცნობით ბრიუსელს ავტონომია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის მიმართულებითაც სურს, ოღონდ არა იზოლაციის ხარჯზე. სხვა დარგებისგან გამორჩევით დღეს მდგომარეობა ყველაზე მძიმე ენერგეტიკაშია. კონტინენტის დიდი ნაწილის უსაფრთხოებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უზრუნველყოფს. ტექნოლოგიებით მომარაგებაშიც პარტნიორი ქვეყნები არიან ჩართულნი, ნავთობის და უფრო მეტად გაზის შემთხვევაში კი რუსეთზე დამოკიდებულება სახიფათო ზღვარზე მაღალია. ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა სწრაფად და მარტივად ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $900-ს 22 თებერვლის შემდეგ პირველად ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 894.5 დოლარი შეადგინა. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ...

Read More »

ესტონეთის პრემიერი: გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება, ინფლაციასა და ცხოვრების სტანდარტზე ომის გავლენის ფონზე, რთულია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს. ესტონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ქმედების ერთადერთი შედეგი რუსეთის ლიდერისთვის იმის რწმენის მინიჭეებაა, რომ ის არ იქნება იზოლირებული და არ აგებს პასუხს ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს – ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას… საუბარია გაზზე“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში.

Read More »

ბრიუსელში რუსული გაზის ემბარგოს შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს

ნავთობის შემდეგ, ევროკავშირში ფიქრი რუსული ბუნებრივი გაზის შეზღუდვის შესახებაც დაიწყეს. სპეციფიკიდან გამომდინარე პროცესი უფრო რთული და გრძელვადიანი იქნება. უმთავრეს ჩამნაცვლებლად ამერიკული და ყატარული გათხევადებული გაზი განიხილება, შემდეგ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდა. დარჩენილი დეფიციტი კი ქარისა და მზის ენერგიის ათვისების დაჩქარებით უნდა შეივსოს. ევროკავშირი რუსეთისგან წლიურად 150 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს ყიდულობს, რაც საშუალო წლიური მოხმარების დაახლოებით ...

Read More »