Tag Archives: #ენერგოსექტორი

ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება. „მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია ...

Read More »

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ნამახვანჰესის პროტესტზე

საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურნენ, რომელმაც თბილისში გადმოინაცვლა. როგორც დიპლომატები აცხადებენ, მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უნდა მოუსმინოს და დიალოგი გახსნას. აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა იპოვოს ბალანსი ჰესის მოწინააღმდეგეთა წუხილსა და ენერგოდამოუკიდებლობას შორის. “მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საზოგადოების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს მთავრობამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება ...

Read More »

შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს

ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია, – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას. „მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტა გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტავ იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ ლუსტრაცია ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას აპირებენ

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ. ისინი აპირებენ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტონ მოძრაობა. „ჩვენ რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე კარვები გვაქვს გაშლილი იქ, ბუნებრივია იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ...

Read More »

“გაგრძელდება კომუნიკაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას უკავშირდება”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. „ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რათა თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ყველა ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ,,ჩვენ ემიგრანტები გვაფინანსებენ”

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ვარლამ გოლეთიანის აცხადებს, რომ გეგმები უცვლელია და იგეგმება გარკვეული შენობების პიკეტირება. “ვაპირებთ მოვაწყოთ მსვლელობა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სად გადავაადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარია, რომ კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯი ხელისუფლების, რაც იდგმევა უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, თუ გაგრძელდება იგივე ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ სამართლიანი და არგუმენტირებულია, ...

Read More »

“კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების კითხვებს კომპეტენტურად უნდა გაეცეს პასუხები, თუმცა, არა – ქუჩასა და კარვებში. „ესაა ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი – საკუთარი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე. როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროსადგურზე, ეს, ნებისმიერ ...

Read More »

გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს პარლამენტიდან დაუკავშირდნენ და პარლამენტის თავჯმდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა შესთავაზეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ჰკითხა – რა უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი პარლამენტისკენ მსვლელობით მისვლა და საუბარი, თუ არა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა ხელების აწევით მსვლელობას დაუჭირეს მხარი. გოლეთიანი აცხადებს, რომ შეხვედრა იქნბა ღია. “დაველოდოთ მათ ზარს, არიან თუ არა ისინი მზად ღია შეხვედრისთვის”, – აცხადებს გილეთიანი.

Read More »

“არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ აუცილებელია მოისმინონ ის, რასაც ნამხვანჰესის მოწინააღმდეგე აქციაზე შეკრებილი ადამიანები ითხოვენ. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც მმართველი გუნდის წევრმა აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების შემდეგ გააკეთა. ‘”მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვეს ეს ხალხი… არ არის სწორი ულტიმატუმების ენით საუბარი და ეს ნამდვილად, არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და ...

Read More »

თურნავა გადადგომის მოთხოვნაზე – ერთი წამით მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე, არანაირი მოწოდება არ დამჭირდებოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეჭვი რომ ეპარებოდეს და დარწმუნებული არ იყოს იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოოუკიდებლობაზე გადის და „ნამახვანჰესის“ პროექტი სტრატეგიული არ იყოს, ამ თანამდებობაზე არ იქნებოდა. „რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ...

Read More »