Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.65  (+  1.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,63  (+   0,86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება აფრიკას, რათა რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს – Eni-ს ხელმძღვანელი

აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან. „ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წელს საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 21,71 ათასი ტონა, რაც 2,85 ათასი ტონით ანუ 15,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,86 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,91 ათასი ტონა (18%); ...

Read More »

ჩინეთი იშვიათი კლასის რუსულ არქტიკულ ნავთობს ყიდულობს

ჩინეთი იშვიათი არქტიკული კლასის რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. საუბარია Arco, Novy Port და Varandey-ზე. ამის შესახებ Bloomberg ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზღვრის (ბარელზე $60) შემოღებამდე ეს კლასები ევროპაში ექსპორტზე იყო ორიენტირებული. ჩინეთმა არქტიკული ნავთობის სამი გადაზიდვა იყიდა იანვრის ან თებერვლის მიწოდებისთვის, იტყობინება Bloomberg. თუმცა, Vortexa-ს ცნობით, პეკინმა პირველი მიწოდება ნოემბერში მიიღო. ანალიტიკოსები ...

Read More »
36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

ემბარგოს შედეგი – „ლუკოილმა“ იტალიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაყიდა

გარიგების თანხა არ სახელდება. მხარეები ხელშეკრულების დახურვას 2023 წლის მარტის ბოლოს გეგმავენ, რასაც მარეგულირებელი ორგანოებისა და იტალიის მთავრობის თანხმობა დასჭირდება. ნავთობქიმიური კომპლექსი სიცილიაში მდებარეობს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, გაზიფიკაციის ბლოკსა და ელექტროსადგურს მოიცავს. აქტივის მყიდველი G.O.I. Energy Limited-ია, რომელიც ფონდ ARGUS New Energy Fund-ის ენერგეტიკული განყოფილებაა. G.O.I. Energy პარტნიორობაზე კომპანია Trafigura-ს შეუთანხმდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი ტრეიდერია. პარტნიორობის ...

Read More »

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი $40-ზე დაეცა

6 იანვარს რუსეთის ფედერაციის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მთავარი ბრენდის, Urals-ის ფასი ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტში ბარელზე 37.8 დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-მა ორშაბათს, Argus Media-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. ამავდროულად, იმავე დღეს ჩრდილოეთ ზღაში Brent-ის ღირებულებამ 78.57 დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია Urals-ის ფასზე. პარასკევს რუსული ნავთობის ფასი ასევე G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ “ფასის ზღვარზე”, ბარელზე 60 დოლარზე საკმაოდ დაბალი ...

Read More »

ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა – ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები გამკაცრდა და ის  „ევრო 5“-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებული იყო, უკვე მიმდინარე წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებულია ქსელში  „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს. „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი დადგენილება ...

Read More »

საუდის არაბეთი აზიასა და ევროპაში ნავთობის ფასებს ამცირებს

სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ იანვარში აზიის ძირითადი კლასის ნავთობის ფასები ბარელზე 3,25-დან  2,20-დოლარამდე შეამცირა. ასეთი ნაბიჯი, ანალიტიკოსების აზრით, სუსტ რეგიონულ მოთხოვნაზე მიუთითებს, წერს უცხოური მედია. Saudi Aramco-მ ასევე შეამცირა ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიწოდებაზე. შედეგად, აშშ-ის მომხმარებლებისთვის ხარჯები უცვლელი დარჩა. საუდის არაბეთი თავისი ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 60%-ს ყიდის აზიაში გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, რომლებიც ყოველთვიურად ფასდება. უმსხვილეს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2023 წლის  9  იანვრისს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.55 (+2.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 75.99 (+2.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანმა გასულ წელს, რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუტები გაყიდა

2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე. დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Read More »