აქტივის მყიდველი G.O.I. Energy Limited-ია, რომელიც ფონდ ARGUS New Energy Fund-ის ენერგეტიკული განყოფილებაა. G.O.I. Energy პარტნიორობაზე კომპანია Trafigura-ს შეუთანხმდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილესი ტრეიდერია. პარტნიორობის ფარგლებში, Trafigura გადამამუშავებელი ქარხნისთვის ნედლეულის უწყვეტ მიწოდებას, პროდუქციის გადაზიდვასა და სამუშაო კაპიტალის საჭირო დონეს უზრუნველყოფს.
სიცილიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 10 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
„ლუკოილი“ ISAB-ის აქციონერი 2008 წელს გახდა, როცა კომპანიის 48%-იანი წილი შეიძინა, შემდეგ კი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. თავად „ლუკოილი“ გადამუშავების მოცულობით ამ ქარხანას „ევროპაში სიდიდით მესამეს“ უწოდებდა.
ევროკავშირის ემბარგო 2022 წლის 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. მანამდე სააგენტო Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტდა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის აქციონერების მხრიდან მომდინარეობდა.
წყარო: bpn.ge