სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ იანვარში აზიის ძირითადი კლასის ნავთობის ფასები ბარელზე 3,25-დან 2,20-დოლარამდე შეამცირა.
ასეთი ნაბიჯი, ანალიტიკოსების აზრით, სუსტ რეგიონულ მოთხოვნაზე მიუთითებს, წერს უცხოური მედია.
Saudi Aramco-მ ასევე შეამცირა ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიწოდებაზე. შედეგად, აშშ-ის მომხმარებლებისთვის ხარჯები უცვლელი დარჩა.
საუდის არაბეთი თავისი ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 60%-ს ყიდის აზიაში გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, რომლებიც ყოველთვიურად ფასდება.
უმსხვილეს მყიდველებად ითვლებიან ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი.
წყარო: bfm.ge