Tag Archives: #ნაკადი

ცნობილმა გამომძიებელმა ამერიკელმა ჟურნალისტმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში შტატები დაადანაშაულა

The New York Times-მა ამ ყველაფერს „მისტერია“ უწოდა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ფარული საზღვაო ოპერაცია, რომელიც დღემდე საიდუმლოდ იყო დაცული. აღნიშნულ თემას ცნობილმა ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა მწერალმა სეიმურ ჰერშმა სტატია მიუძღვნა.   რა ხდება? სეიმურ ჰერშის თქმით, აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო დაივინგისა და სამაშველო ცენტრის ადგილმდებარეობაც ისეთივე ნაკლებად ცნობილია, როგორც მისი სახელწოდება. აღნიშნული დაწესებულება ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალაბამას ...

Read More »

კანადამ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის” გაზსადენზე სანქციები აღადგინა

კანადამ გაიწვია ნებართვა, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში არ ხვდებოდა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჟოლისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს ...

Read More »

გერმანიის იუსტიციის მინისტრი: გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერით, გერმანიამ წვლილი შეიტანა უკრაინაში ომის დაწყებაში

ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის მხარდაჭერა იყო გერმანიის წვლილი უკრაინაში ომის დაწყებაში, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ახლა მთავარი მოვალეობა სიმართლისთვის თვალის გასწორება და სწორი დასკვნების გამოტანაა. აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის გადაწყვეტილების პირველი საჯარო კრიტიკა არ ...

Read More »

საფრანგეთის საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოს უწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა მიიღო ყირიმში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენსა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებზე თავდასხმებში, უსაფუძვლოა. საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბრალდებები მოსკოვის სტრატეგიის ნაწილია, ყურადღება გადაიტანოს აგრესიულ ომში საკუთარი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე „ტერორისტული თავდასხმის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში ...

Read More »

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა. აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია. ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ...

Read More »

პუტინი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. “ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანი მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების შერყევაა“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას. ...

Read More »

გერმანიის პოლიციამ Nord Stream-ებზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დაზიანების გარემოებების გამოძიება დაიწყო. როგორც კვირას, 9 ოქტომბერს საჯარო იურიდიული მედია კომპანიები WDR და NDR, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე აცხადებენ, ჩამოყალიბდა კვლევითი ჯგუფი, რომელშიც გერმანიის ფედერალური პოლიციის და ბუნდესვერის თანამშრომლები არიან დაშემთხვევის გამოსაკვლევად ბალტიის ზღვაში გაემგზავრნენ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა დიტერ რომანმა გასულ ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა: შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა

შვედეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასრულეს Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე გაჟონვის ადგილების შემოწმება და დაადგინეს, რომ გაჟონვის მიზეზი აფეთქება იყო. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს. დანაშაულის ადგილის დათვალიერებამ გააძლიერა ეჭვი სერიოზული დივერსიის შესახებ“, – განაცხადეს შვედეთის პროკურატურაში. 29 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს. მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. „გერმანია ...

Read More »

დანია აცხადებს, რომ Nord Stream 1-ზე გაზის გაჟონვა შეწყდა

Nord Stream-ის ოპერატორმა Nord Stream AG-მ დანიის ენერგეტიკის სააგენტოს აცნობა, რომ მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ დანიის ენერგეტიკის სააგენტო Twitter-ზე წერს. “ამჟამად, როგორც ჩანს, მიღწეულია სტაბილური წნევა Nord Stream 1-ის ორ მილსადენზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის გაჟონვა შეჩერებულია”, – ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, დანიის ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ გაჟონვა ასევე Nord Stream 2-ზეც შეწყდა.

Read More »