Tag Archives: #ბრიტანეთი

ბრიტანეთში რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდა

2023 წლის 1 იანვარს ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი შეწყვიტა. ამ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. “დღეს დიდმა ბრიტანეთმა სრულად შეაჩერა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი. ჩვენ პუტინს შევუწყვიტეთ მისი უკანონო ომის დაფინანსება და მხარს ვუჭერთ მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში, მარტის დასაწყისში, განაცხადა, რომ 2022 ...

Read More »

ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა. ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ჟანგბადის ემისია ყველაზე დაბალია

ახალი ლიგის ცხრილის მიხედვით, ბრიტანეთი LEZ-ის გლობალურ ლიდერთა სიაში ემისიით მესამე ადგილზეა. დიდ ბრიტანეთს ბევრი დაბალი ემისიის ზონა აქვს, უფრო კონკრეტულად, 22, რაც ბევრად უფრო მეტია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ავტომობილების დამზღვევის, GoShortly-ის, კვლევის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა TomTom გადატვირთულობის ინდექსს,  დიდ ბრიტანეთს  მხოლოდ იტალია (253) და გერმანია(82) უსწრებს, დანარჩენ ტოპ ათეულში მოხვდნენ საფრანგეთი (16), ნიდერლანდები (16), ესპანეთი (8), შვედეთი (8), ავსტრია (7), ...

Read More »

მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აგრძელებდა

რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნავთობი შემოიტანა, იუწყება The Times. მაისში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა რუსული გემი Maner III, რომლის საცავებში იყო თითქმის 200 000 ბარელი ნავთობი. 5 დღის შემდეგ ტანკერი ბერძნულ გემ „მარინოულასთან“ დადგა, სადაც მთელი ნავთობის ამოტუმბავს 36 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ ბერძნული ტანკერი ბრიტანულ ლინკოლნშირში გაემგზავრა. 6 ივნისს კი პორტმა ...

Read More »

აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვისემზადება. აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა. Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის ...

Read More »

ბრიტანეთი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას აკრძალავს, თუ ის price cap ფასზე ძვირად გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოამზადა ეკონომიკური კანონპროექტი, რომელიც 5 დეკემბრიდან კრძალავს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას რუსულ ნავთობზე, თუ ის გაყიდული იქნება საფასო ჭერზე უფრო მაღალ ფასად – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს. „ახალი კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ხელს შეუშლის ქვეყნებს გამოიყენონ ბრიტანული მომსახურება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, თუ ის არ იქნა შეძენილი საფასო ჭერის კოალიციის (Price Cap Coalition) მიერ დადგენილ ფასად“, ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი, 2023 წლიდან რუსეთისგან თხევად გაზს აღარ იყიდის

დიდი ბრიტანეთი 2023 წლის პირველი იანვრიდან, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ Twitter-ზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამეგობრობის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „2023 წლის პირველი იანვრიდან, დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეაჩერებს. ჩვენ პუტინს წავართმევთ საშუალებებს მისი უკანონო ომისთვის“, – აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ეკონომიკისთვის კრიტიკულად საჭირო, თითქმის 700 დასახელების საქონლის ...

Read More »
ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ბრიტანეთმა ფიქალის გაზის წარმოებაზე მორატორიუმი გააუქმა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰიდრავლიკური მოტეხილობით ფიქლის ბუნებრივი აირის წარმოებაზე მორატორიუმი, ქვეყნის “ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით”, გააუქმა. ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გამოქვეყნდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ინგლისში ფიქლის გაზის მოპოვებაზე მორატორიუმი გააუქმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ნავთობისა და გაზის ახალი ლიცენზირების რაუნდისთვის. ხელისუფლება ელოდება 100-ზე მეტი ლიცენზიის გაცემას გრინფილდის დეველოპერებისთვის, რის შემდეგაც მათ უნდა მიიღონ სამთო ნებართვები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარეგულირებლებისგან. “უკრაინაში ...

Read More »

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გამოაცხადა,რომ ოქტომბრიდან შინამეურნეობები გაზსა და ელექტროენერგიაში წელიწადში, არაუმეტეს 2500 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, ლიზ ტრასმა პირველი ხმაურიანი განცხადება უკვე გააკეთა, როცა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, ზღვრული გადასახადები ელექტროენერგიასა და გაზზე ბრიტანეთში, ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. შედეგად შინამეურნეობები ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში წელიწადში 1000 ფუნტს დაზოგავენ. ასეთივე მხარდაჭერა გავრცელდება ...

Read More »

ბორის ჯონსონი: “ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთს ენერგეტიკული შანტაჟი არ გაუვიდეს”

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომლის უფლება-მოვალეობის ვადა დღეს ამოიწურა, დაუნინგ-სთრითი დატოვა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალი პრემიერი, ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ენერგეტიკულ შანტაჟში წარმატებას არ მიაღწიოს. ”მე ვიცი, რომ ლიზ ტრასი და ეს თავდადებული კონსერვატიული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს… და ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ პუტინი ფიქრობს, ...

Read More »