რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნავთობი შემოიტანა, იუწყება The Times.
მაისში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა რუსული გემი Maner III, რომლის საცავებში იყო თითქმის 200 000 ბარელი ნავთობი. 5 დღის შემდეგ ტანკერი ბერძნულ გემ „მარინოულასთან“ დადგა, სადაც მთელი ნავთობის ამოტუმბავს 36 საათი დასჭირდა.
ამის შემდეგ ბერძნული ტანკერი ბრიტანულ ლინკოლნშირში გაემგზავრა. 6 ივნისს კი პორტმა 250 000 ბარელი ნავთობი გადმოტვირთა.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს ვითარება მხოლოდ ერთია იმ 39 დაფიქსირებული შემთხვევიდან, როდესაც რუსული ნავთობი „ანონიმურად“ შევიდა ბრიტანეთში.
მარტიდან დიდ ბრიტანეთში სულ 778 მილიონი ფუნტი ნავთობი შევიდა, რომელთა ნაწილი ივნისიდან-ივლისამდე ჩავიდა.
წყარო: bfm.ge