Tag Archives: #გაზი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ძნელად შესამჩნევია ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტში მუდმივი შემოსავლების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მორავეცკის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ეფექტი შესამჩნევია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებში – ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გარდა ამისა, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას და მთლიანად არის ...

Read More »

“არსად გავრცელებულა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოწოდებული ბუნებრივი აირი გაგვიძვირეს”

ქვეყნის მასშტაბით  კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რაც ფასების ზრდას  გამოიწვევს.  დედაქალაქის შემთხვევაში, ტარიფში ცვლილება 25 თეთრს აღწევს. სატარიფო ცვლილება ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ენერგეტისკომა გია არაბიძემ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა კიდეც, რომ არანაირი წინაპირობა ცვლილებისთვის არ ყოფილა მომწიფებული, ხოლო არგუმენტი, რომ გლობალურ ბაზრებზე ძვირდება გაზი, ამ მხრივ საკმაოდ სუსტია და ტარიფების ზრდის საკმარის მიზეზს არ წარმოადგენს. ,,გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელია, მით უფრო, ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მისაღებად მილების შედუღებას იწყებს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, პირველი მილის შედუღება, რომლის საშუალებითაც თურქეთის საბადოებს შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება, ივლისში დაიწყება. 170 კილომეტრი სიგრძის მილსადენი, შავ ზღვაში, წყალში 2,200 მეტრის სიღრმეზე განთავსდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების რიგით მეხუთე სამიტზე დონმეზის მიერ გაკეთებული განცხადებით, ბუნებრივი აირის გადამტანი მილსადენები შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფილიოსში, მომავალი თვისთვის უკვე მზად იქნება. სავალდებულო ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი აცხადებს, რომ დანიური კომპანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს

რუსული „გაზპრომი“ აცხადებს, რომ პირველი ივნისიდან გაზის მიწოდებას უწყვეტს დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, დანიურმა კომპანია Orsted-მა 30 მაისს განაცხადა უარი „გაზპრომისთვის“ რუბლში ანგარიშსწორებაზე. გადახდის ბოლო თარიღი 31 მაისი იყო. ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა კი აცნობა „გაზპრომს“, რომ ასევე არ აპირებს გერმანიისთვის ...

Read More »

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსულ გაზზე ემბარგოს უნდა ითვალისწინებდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს და ის რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ყველა მომდევნო სანქციები უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, რომ გაზი მეშვიდე პაკეტში უნდა იყოს, მაგრამ რეალისტი ვარ. არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. მან რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიან კომპრომისად” შეაფასა. „ეს იყო ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა

ლონდონის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ კომპანიის მოთხოვნით, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება გააუქმა. ამის შესახებ Reuters LSE-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ყველა რუსულ კომპანიას ამოიღონ უცხოური ბირჟებიდან და განათავსონ თავიანთი აქციები რუსულზე. კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს – ქვეყნის მთავრობას კვლავ შეეძლო აქციების უცხოურ ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მიმოქცევის დაშვება. ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარი გახდება

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ შპს „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ამასთან, „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი ...

Read More »

სლოვაკეთი გაზის სამხრეთ დერეფანზე დაერთებისთვის მზად არის

სლოვაკეთმა გაზის სამხრეთ დერეფანთან დასაკავშირებლად ყველა საჭირო ინტერკონექტორი ააშენა. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანში სლოვაკეთის ელჩმა, მილან ლაიჩაკმა განუცხადა. თუმცა, ელჩის თქმით, გაზსადენზე რეალური დაერთებისთვის საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) დასრულება და გაზის სამხრეთ დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა არის აუცილებელი. „ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, სამხრეთის დერეფნით სლოვაკეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყოს,“ – აცხადებს მილან ლაიჩაკი. მისი თქმით, გაზის 2009 წლის კრიზისის შემდეგ სლოვაკეთმა გაზის ...

Read More »

შოლცი: გერმანია რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ მაღალი ტემპით მიიწევს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ “ძალიან მაღალი ტემპით და დიდი აქტიურობით” მიიწევს. ამის შესახებ კანცლერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. „გერმანიამ ამ სიტუაციისთვის მზადება ძალიან ადრე დაიწყო. უკვე დეკემბერში დავიწყე მოლაპარაკებები შესაბამის სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ესკალაციის შემთხვევაში და რა შედეგები მოჰყვებოდა ენერგომომარაგებას. ამიტომ, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ყველა ზომა მივიღეთ. წინ უკიდურესად მაღალი ...

Read More »

ევროპის ბრძოლამ გაზზე შესაძლოა, ენერგოდეფიციტი გამოიწვიოს

ევროპის ბრძოლამ, იშოვოს რუსული გაზის ალტერნატივა, შესაძლოა მსოფლიო ზამთრის ენერგოდეფიციტის ზღვარზე მიიყვანოს. ამ ყველაფერს კი ყველაზე ცუდი ეფექტი, ისედაც გაღარიბებულ აზიის ეკონომიკაზე ექნება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნები მეტი თხევადი აირის შესაძენად იბრძვიან, რადგან მათი ტრანსპორტირება არა ტანკერებით, არამედ მილსადენებით არის შესაძლებელი. ამასთან, ის უფრო სუფთა საწვავია, ...

Read More »