აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი აცხადებს, რომ დანიური კომპანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს

რუსული „გაზპრომი“ აცხადებს, რომ პირველი ივნისიდან გაზის მიწოდებას უწყვეტს დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

ამის შესახებ უკრაინული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, დანიურმა კომპანია Orsted-მა 30 მაისს განაცხადა უარი „გაზპრომისთვის“ რუბლში ანგარიშსწორებაზე. გადახდის ბოლო თარიღი 31 მაისი იყო.

ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა კი აცნობა „გაზპრომს“, რომ ასევე არ აპირებს გერმანიისთვის მისაწოდებელი გაზის რუბლში შეძენას.

დღეს „გაზპრომმა“ ასევე დაადასტურა, რომ გაზის მიწოდება შეუწყვიტა ნიდერლანდებს. რუსეთისგან გაზის რუბლში შეძენაზე უარი თქვეს ფინეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმაც.

Leave a Reply