Tag Archives: #რუსეთი

პოლონეთი და ბულგარეთი რუსული გაზის შეწყვეტაზე: “ჩვენ ამას გავუმკლავდებით”

რუ­სულ­მა “გა­ზპ­რომ­მა“ უარი უთხრა პო­ლო­ნეთ­სა და ბულ­გა­რეთს გა­ზის მი­წო­დე­ბა­ზე. ორი­ვე ქვე­ყა­ნა რუ­სეთს იმ “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის” სი­ა­ში ჰყავს, რომ­ლებ­საც გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლებ­ში გა­დახ­დას სთხო­ვენ. პო­ლო­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა კი რუ­სულ ვა­ლუ­ტა­ში თან­ხის გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ დღეს დი­ლი­დან პო­ლო­ნეთს რუ­სუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა, ასე­ვე დღეს­ვე უნდა შე­ე­წყვი­ტათ მათ ბულ­გა­რე­თის­თვის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა. ორი­ვე ქვეყ­ნის (პო­ლო­ნე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ IL Messaggero-ს განუცხადა, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების წინაპირობა განახლებად ენერგიაზე გადის. „სხვადასხვა სანქციების პაკეტების ევოლუცია სავარაუდოდ მოიცავს ენერგიასაც. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა წელს ორი მესამედით შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, ხოლო 2027 წლისთვის ნულამდე მივიყვანოთ“,- აცხადებს ჯენტილონი.

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა უკვე დაადასტურა, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება. ასევე, ანალოგიური შეტყობინება მიიღო ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-მაც. ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეეზღუდება. ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გაზის კომპანიებთან ერთად უკვე ...

Read More »

„როიტერი“: რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია PGNIG SA-ში, რომელიც გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ამცირებს

ფინეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს, ამის შესახებ ელექტროქსელების ოპერატორმა Fingrid-მა განაცხადა. გატარების სიმძლავრე 24 აპრილიდან 1300-დან 900 მეგავატამდე შემცირდება. ოპერატორი რუსული ელექტროენერგიის შემცირების მიზეზად, რისკებსა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. ამასთან, რუსული ელექტროენერგიის მიწოდებას ფინეთი სრულად შეზღუდავს ატომური ელექტროსადგურის ტესტირებისას. ფინეთიდან რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ძველ ნიშნულზე რჩება. შეგახსენებთ, რომ ფინეთმა სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე გადასასვლელი გადაკეტა.

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

„როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, – აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად ...

Read More »

“გრინფისის” აქტივისტებმა რუსულ ტანკერზე თავი მიიჯაჭვეს და 95 000 ტონა ნავთობის ჩამოცლა დაბლოკეს

“გრინფისის” აქტივისტებმა რუსულ ტანკერზე თავი მიიჯაჭვეს და 95 000 ტონა ნავთობის ჩამოცლა დაბლოკეს. “გრინფისის” აქტივისტებმა ოსლოდან 70 კმ-ში, სლაგენის ნავთობტერმინალთან მდგომ რუსულ ტანკერ “უსტ-ლუგაზე” თავი მიიჯაჭვეს და 95 000 ტონა ნავთობის ჩამოცლა დაბლოკეს. ისინი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ და ნორვეგიის მთავრობას მოუწოდებენ, რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს, – იუწყება Reuters. “ნავთობი უდევს საფუძვლად არა მარტო კლიმატურ კრიზისებს, არამედ ომებსა და კონფლიქტებსაც. ...

Read More »

“სანქცია, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის – რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესებაა”

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპის ლიდერები ყველანაირად ცდილობენ შეიმუშაონ „ჭკვიანი სანქციები“, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესება კარგი ვარიანტია. ავტორი: დანიელ გროსი – ევროპული ანალიტიკური ცენტრის CEPS-ის ექსპერტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას, მათ შორის სამოქალაქო ზონებს, ბომბავს. ამ ფონზე კი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, უნდა ...

Read More »

ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ...

Read More »

“ოკუპანტების რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კრიტიკულ სიახლოვეს ჩაუარეს”

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილმა ორმა რაკეტამ სადგურს კრიტიკულად სახიფათო სიახლოვეს ჩაუარა. ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახური იტყობინება. “დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც – დიდი რაოდენობით ბირთვული მასალებით – 7 ატომური დანადგარია განთავსებული, ქმნის უზარმაზარ რისკებს. რაკეტები ერთ-ერთ ბირთვულ დანადგარს რომ მოხვდეს, შეიქმნება  ბირთვული და რადიაციული კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას ...

Read More »