“გრინფისის” აქტივისტებმა რუსულ ტანკერზე თავი მიიჯაჭვეს და 95 000 ტონა ნავთობის ჩამოცლა დაბლოკეს.
“გრინფისის” აქტივისტებმა ოსლოდან 70 კმ-ში, სლაგენის ნავთობტერმინალთან მდგომ რუსულ ტანკერ “უსტ-ლუგაზე” თავი მიიჯაჭვეს და 95 000 ტონა ნავთობის ჩამოცლა დაბლოკეს. ისინი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს აპროტესტებენ და ნორვეგიის მთავრობას მოუწოდებენ, რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალოს, – იუწყება Reuters.
“ნავთობი უდევს საფუძვლად არა მარტო კლიმატურ კრიზისებს, არამედ ომებსა და კონფლიქტებსაც. შოკირებული ვარ იმით, რომ ნორვეგია რჩება თავისუფალ პორტად რუსული ნავთობისთვის, რომლითაც, როგორც ცნობილია, პუტინის ომი ფინანსდება”, — განაცხადა “Greenpeace”-ის ნორვეგიის ოფისის ხელმძღვანელმა ფროდე პლეიმმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულის ჩასანაცვლებლად ევროპა ნავთობს აბუ-დაბიდან მიიღებს.