Tag Archives: #ყაზახეთი

რეპრესიები ყაზახეთში კრიპტოვალუტის „მაინერებს“ აზარალებს – ინტერნეტში შეფერხებებმა ბიტკოინის ქსელის სიმძლავრე დასცა

ბიტკოინების ქსელის გლობალური გამომთვლელი სიმძლავრე მკეთრად დაეცა ყაზახეთში სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რასაც მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა და რამაც დარტყმა მიაყენა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების სწრაფად მზარდ სფეროს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მონაცემებით, შარშან ყაზახეთი აშშ-ის მერე მეორე ცენტრი გახდა მსოფლიოში ბიტკოინების მოპოვების მხრივ მას მერე, რაც ჩინეთმა შეზღუდა საქმიანობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. 6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ...

Read More »

ყაზახეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გამო გადადგა

ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. „მთავრობისა და სამხედრო ოფისების თავდასხმაზე მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა. ხელისუფლება არ დაეცემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ურთიერთნდობა, დიალოგი და არა – კონფლიქტი“, – განაცხადა თოყაევმა რამდენიმე საათით ...

Read More »

ყაზახეთში, თხევადი გაზის ფასის მატების გამო რამდენიმე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს

2022 წლის 1 იანვარს მანგისთაუს პროვინციის გაზგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასი 60 ტენგედან (1 ტენგე = 0,0071 ლარს) 100-120 ტენგემდე გაიზარდა. პროვინციის სხვადასხვა ქალაქებზე გამართული სტიქიური მიტინგების შემდეგ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა, რომ ფასი ბაზრის კანონებიდან გამომდინარე დგინდება და მაშინ, როდესაც თვითღირებულება 100 ტენგემდე, მთავრობას არ შეუძლია დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასის 50-60 ...

Read More »

კრიპტოვალუტების მაინინგი ყაზახეთში ელექტროენერგიის დეფიციტს იწვევს

კრიპტოვალუტების მაინინგის დროს გაზრდილი ენერგომოხმარების გამო, ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთში სამი ელექტროსადგური გაითიშა, რამაც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, – ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. „ყაზახეთის ელექტროსისტემების“ (KEGOC) განცხადებით, ამიერიდან, ორმოცდაათი ოფიციალურად რეგისტრირებული მაინერი ელექტროენერგიას ლიმიტირებულად მიიღებს. გარდა ამისა, ქსელში არსებული ხარვეზის შემთხვევაში, ელექტროენერგიაზე წვდომა, პირველ რიგში, სწორედ მათ შეეზღუდებათ. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, ...

Read More »

“ყაზახეთს ესაჭიროება ატომური ელექტროსადგური, რათა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს”

ყაზახეთს სჭირდება ატომური ელექტროსადგური – აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა. “ჩემს გზავნილში მე დავაყენე ამოცანა, რომ მოხდეს ქვეყანაში ბირთვული ენერგიის შექმნის შესაძლებლობის ღრმა და ყოვლისმომცველი შესწავლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის მოქალაქეებისა და ბიზნესის. მე მტკიცედ მჯერა, რომ დრო დადგა არსებითად განვიხილოთ ხსენებული საკითხი, რადგან ყაზახეთს ბირთვული ელექტროსადგური სჭირდება ” – აღნიშნა ...

Read More »

ნავთობის TOP-15 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყაზახეთი მეცხრე ადგილზეა

World’s top exports-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ყაზახეთის რესპუბლიკამ 23.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განახორციელა. აღნიშნული 3.6%-ს შეადგენს “შავი ოქროს” მსოფლიო ექსპორტის მოცულობაში. ამავდროულად, ფულადი თვალსაზრისით, ქვეყანამ შეამცირა საზღვარგარეთ ექსპორტი 29.5%-ით წინა წელთან შედარებით ($ 33.6 მილიარდი 2019 წელს). 2020 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური ექსპორტი 34.5%-ით შემცირდა და $ 661.8 მილიარდი შეადგინა. თუმცა, კონკრეტულად ნედლი ნავთობი მეორე ადგილზეა ...

Read More »

კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“ კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა

2021 წლის 12 მაისს ქალაქ კარაგანდაში წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვა ახალი ნახშირგამამდიდრებელი ფაბრიკა რომელსაც დსთ-ს მასშტაბით ანალოგი არ აქვს. გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილემ რომან სკლიარმა. ინოვაციური საწარმო აშენდა „ყაზახეთის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით. უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოარჩიოს სასარგებლო მინერალები ნედლეულის მთლიანი ქანების მასისაგან. საწარმო საშუალებას იძლევა ნედლი ქვანახშირში ნაცრის შემცველობა 15%-დან გამდიდრების შედეგად დაიყვანოს 2-3%-მდე. მთელი პროცესი მიმდინარეობს დახურულ ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

რუსეთი და ყაზახეთი თებერვალ-მარტში გაზრდიან ნავთობის მოპოვებას საუდის არაბეთის ხარჯზე

ორი ქვეყანა, რუსეთის და ყაზახეთი, გაზრდიან ნავთობის მოპოვებას მიდინარე წლის თებერვალ-მარტში საუდის არაბეთის ხარჯზე, რომელიც ცდილობს შეინარჩუნის OPEC+-ის სახელით ცნობილი ალიანსის ერთიანობა და მკაცრად განსზღვრული ფასები ადრეულ ნავთობზე, რომელზე პანდემიის გამო მოთხოვნა მცირდება.4 იანვარს გამართულ ბოლო შეხვედრაზე, რუსეთი და ყაზახეთი ცდილობდნენ დაეყოლიებინათ OPEC+ის ჯგუფი თებერვალში ნავთობის დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაზრდის შესახებ. საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედ OPEC+ში შედის ნავთობის ექსპორტიორი ...

Read More »

OPEC + – თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ყაზახეთი ახალ ვალდებულებებს აიღებს

5 იანვარს ჩატარდა OPEC + შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მინისტრების შეხვედრა ვიდეო კონფერენციის ფორმატში, იუწყება Trend, ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის მითითებით. როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ნურლან ნოღაევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2020 წელს OPEC + ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების ერთობლივმა ძალისხმევამ შეძლო ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ფასების სტაბილიზაცია. დღეისათვის მოქმედი ხელშეკრულება განაგრძობს პოზიტიური სტიმულის მიცემას ნავთობის ინდუსტრიისთვის. შეხვედრის შედეგად, შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებმა ...

Read More »