Tag Archives: #გაზი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა WienerZeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. მისი თქმით, ამას ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა რუსეთმა. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე. „ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და ...

Read More »

ჩინეთი რუსეთისგან თხევად ბუნებრივ აირს ნახევარ ფასად ყიდულობს

რუსეთის შორეული აღმოსავლეთით არსებულმა Sakhalin-2-ის სახელწოდებით ცნობილმა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ქარხანამ, დეკემბრის ჩათვლით მიწოდებისთვის, ჩინეთს გარკვეული მოცულობის LNG ტვირთი მიჰყიდა. საკითხში გაცნობიერებული მოვაჭრეების განცხადებით, აზიური ქვეყანა მის სანაცვლოდ სპოტ-ბაზარზე არსებული ფასის ნახევარს იხდის. საინტერესოა, რომ გარიგება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია – ჩინეთს იაფი მიწოდების უზრუნველყოფა და ტვირთის ევროპისა და აზიის კომუნალურ კომპანიებში გადაყიდვა შეუძლია, ხოლო რუსეთს, მიუხედავად მისი ნახევარ ...

Read More »

ერდოღანმა პუტინს გაზზე ფასდაკლება სთხოვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg. „პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების ...

Read More »

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. “რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, ...

Read More »

ესპანეთი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დანტერესდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ესპანეთი  სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გაფართოებით დაინტერესდა. „აზერბაიჯანი ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხში, ევროპის დიდი ხნის და სანდო პარტნიორია. ესპანეთი კი იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლებიც აზერბაიჯანისგან ნავთობს ყიდულობენ“, – განაცხადა მინისტრმა. ბაირამოვის ინფორმაციით, 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასრულდა, (სიგრძე 3 500 კილომეტრი) ევროპისთვის, აზერბაიჯანის როგორც სანდო ენერგოპარტნიორის როლი ...

Read More »

მოლდოვას აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს

„მოლდოვა განიხილავს აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას“, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ მოლდოვის ტელევიზიის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა ემზადება საგანგებო სიტუაციებისთვის და განიხილავს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვა დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორთა ევროპულ საზოგადოებასთან ელექტროენერგიის დარგში და ეს უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, მათ შორის რუმინეთიდან ან ...

Read More »

უკრაინა ირწმუნება, რომ მას შეუძლია დაეხმაროს ევროპას გაზის ფასების შემცირებაში

ორშაბათს, უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი შეხვდა ევროპელ ლიდერებს, რათა მოითხოვა მეტი იარაღი და შესთავაზა კიევის მხარდაჭერა გაზის ფასების შემცირებაში. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელ ბორელმა პირობა დადო, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რაც არ უნდა მოხდეს. შმიჰალი აღნიშნული წინადადებით ბრიუსელში ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების საბჭოს სამიტზე დასწრებისას გამოვიდა. ”ჩვენ გვჭირდება უფრო თანამედროვე იარაღი, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ნავთობთან ერთად განვიცილავთ გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებასაც

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს შეზღუდოს გაზზე მომუშავე მწარმოებლების შემოსავალი და მათი „გაუთვალისწინებელი მოგება“ მოახმაროს ზომებს, რომლებიც ...

Read More »

თურქეთი ზამთარს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზით გადაიტანს

ანკარა ვაშინგტონთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავიდან აირიდოს ზამთრის სეზონზე ენერგომომარაგებაში შესაძლო შეფერხებები. ამის შესახებ თურქული გამოცემა Dünya ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „…მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების მხრივ ჯერ პრობლემები არ შექმნილა, უნდა გავითვალისწინოთ შარშანდელი პრობლემები. ასევე ვითვალისწინებთ მოხმარების შესაძლო მკვეთრ ზრდას. ამერიკასთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერს თურქული გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ...

Read More »

ზახაროვა: „ევროპის გაზის კრიზისის უკან აშშ დგას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ევროპის გაზმომარაგების კრიზისის უკან აშშ დგას. მისივე თქმით, ვაშინგტონმა ევროპელ ლიდერების მოსკოვთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტისკენ უბიძგა. „მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხანის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მა ევროკავშირში ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ...

Read More »