Tag Archives: #ირანი

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Read More »

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც უახლოეს კვირებში დაიწყება. „ეს მთლიანად საშინაო მოხმარების პროექტია, რომელიც ირანში ბირთვული ენერგიის კვლევას, შეფასებას და წარმოებას დაეხმარება“, – განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო ხელმძღვანელმა და ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ესლამიმ. ესლამის განცხადებით, ბირთვული კვლევის ახალი ობიექტების მშენებლობას ირანის სამხრეთში გეგმავენ. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ...

Read More »

თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა 2022 წელს მოსალოდნელი არ არის. ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ს და ირანის დელეგაციების შეხვედრის ბოლო რაუნდი დოჰაში უშედეგოდ დასრულდა. ირანს სურს, აშშ-ს შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ დამატებითი პირობები წაუყენოს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია, აცხადებს მაკგერკი. ირანი ამერიკისგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებას მოითხოვს. ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოს თვიდან 2022 წლის ივლისის თვემდე ირანმა  ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა – თითქმის 4 მილიონ ბარელამდე/დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის მინისტრის ჯავად ოუჯის განცხადებით, მოპოვების ზრდა მიღწეული იქნა არსებული ჭაბურღილების შეკეთების, ახლის ბურღვისა და მათი დამუშავების წყალობით. ეკონომიკურ საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენლის აჰსან ხანდუზის განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 580%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

მარტ-აპრილში ირანმა გაზის გაყიდვიდან 4 მილიარდი დოლარი მიიღო

ირანის ნავთობის მინისტრის, ჯავად ოუჯის განცხადებით, ირანმა, მარტიდან აპრილამდე პერიოდში, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მიიღო გაზის ექსპორტიდან. „1401 წლის ბიუჯეტი (ირანის კალენდრით 2022 წლის 21 მარტი) ითვალისწინებს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მიღებას ბუნებრივი აირის ექსპორტიდან. ამ წლის პირველ ოთხ თვეში დავასრულეთ ამ სფეროში დასახული ყველა ამოცანები“, – ციტირებს მან Tasnim. წყარო: bfm.ge

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანმა ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი 580%-ით გაზარდა

ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი 580%-ით გაიზარდა 2022 წლის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, განაცხადა ირანის მთავრობის ეკონომიკურმა წარმომადგენელმა აჰსან ხანდუზმა, იტყობინება IRNA. ირანული კალენდრის მიხედვით, წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო. ამ თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტის შემოსავლები 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 580%-ით გაიზარდა. ხანდუზის თქმით, შემოსავლების ზრდა გამოწვეულია ნავთობის ექსპორტის ზრდით, ასევე ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

ირანი რუსეთთან დადებულ სანავთობო შეთანხმებას ხელსაყრელ გარიგებად მიიჩნევს

რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს” ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების შესახებ. ირანული კომპანია Petroleum Engineering and Development Company (PEDEC)-ის გენერალური დირექტორის აბუზარა შარიფის აზრით, ეს არის ორმხრივად მომგებიანი გარიგების მაგალითი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანი იმედოვნებს, რომ 40 მილიარდი დოლარის მემორანდუმის განხორციელება პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას სჭირდება ...

Read More »

ირანი ბირთვული პროგრამის მონიტორინგის კამერებს, რომელსაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა გამორთავს მანამდე, სანამ შეთანხმება არ აღდგება

ირანი ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დამონტაჟებულ კამერებს არ ჩართავს, სანამ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება არ აღდგება, წერს ირანული სამთავრობო მედია Tasnim-ი. ივნისში ირანმა ატომურ ობიექტებზე 27 კამერა გამორთო, რომლებსაც მონიტორინგისთვის გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „არაპროფესიონალიზმსა და არაკონსტრუქციულობაში“ დაადანაშაულა. ცოტა ხნის წინ IAEA-ს ბორდმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ირანს არადეკლარირებულ ობიექტებზე ურანის გამდიდრებაში სდებენ ბრალს. სააგენტოს ინფორმაციით, ირანმა ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანი გაზის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ იუწყება

სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარე როუდბალი ადიდდა და მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქალაქის ხელმძღვანელის, იუსეფ კარეგარის თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Read More »