ირანი ბირთვული პროგრამის მონიტორინგის კამერებს, რომელსაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა გამორთავს მანამდე, სანამ შეთანხმება არ აღდგება

ირანი ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დამონტაჟებულ კამერებს არ ჩართავს, სანამ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება არ აღდგება, წერს ირანული სამთავრობო მედია Tasnim-ი.

ივნისში ირანმა ატომურ ობიექტებზე 27 კამერა გამორთო, რომლებსაც მონიტორინგისთვის გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „არაპროფესიონალიზმსა და არაკონსტრუქციულობაში“ დაადანაშაულა.

ცოტა ხნის წინ IAEA-ს ბორდმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ირანს არადეკლარირებულ ობიექტებზე ურანის გამდიდრებაში სდებენ ბრალს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანმა ურანი 60 პროცენტიან ნიშნულამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღისთვის საჭირო 90 პროცენტს უახლოვდება.

Leave a Reply