Tag Archives: #ქარი

ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში - გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

კახეთში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

დილიდან კახეთში ძლიერი ქარია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რამდენიმე ადგილზე მოგლეჯილი ხეები. ქარმა ზოგან ავტოფარეხებს სახურავები გადახადა. კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განცხადებით, ამ წუთებში ინფორმაციას აგროვებენ და მოგვიანებით ეცოდინებათ, კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენა ქარმა რეგიონს.

Read More »
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის სატესტო რეჟიმში ჩართვა, ოქტომბერში იგეგმება

რა პოტენციალი აქვს საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებას

დელტას ბაზაზე ქარის სადგურებისთვის გენერატორებისა და მისი მაკომპლექტებელი მასალების საწარმოს ამოქმედება საქართველოში იგეგმება. ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი დელტას, ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას შორის უკვე გაფორმდა. რა პოტენციალი აქვს საქართველოში ასეთი ტიპის დანადგარებისა და მისი კომპონენტების წარმოებას, ამ თემაზე ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” ისაუბრა. მიქაშავიძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურებით საქართველოს შეუძლია 1500-2000 ...

Read More »

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტასა” და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მათ ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას. მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

საქართველოს რთული გზა ქარის ენერგიის განვითარებისკენ

გორში, მთავარი საგზაო მაგისტრალიდან კარგად ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქარის ტურბინები. ტურბინების ეს პარკი, რომელიც ექვსი ტურბინისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 3.45 მეგავატია, ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქარის ენერგიას გამომუშავებს და იქვე უერთდება ერთიანი ელექტრონული სისტემის ქსელს. ქარის ენერგიის წილი წლიურ ბალანსში ამჟამად ერთი პროცენტიც არ არის.  მთავრობის გათვლით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2025 წლისთვის საქართველოში ქარის ენერგეტიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს. ჯერ რთულია თქმა, რამდენი პროცენტი ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

საფრანგეთი 2050 წლამდე ქარის 50 საზღვაო ელექტროპარკს შექმნის

საფრანგეთი 2050 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების 50 ახალ საზღვაო პარკს შექმნის. ამის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია, საზღვაო ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 2050 წლისთვის 40 გვტ-მდე გავზარდოთ, რასაც ზღვაზე 50 ახალი პარკის მშენებლობით მივაღწევთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე, რომლეზეც ქვეყნის ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა. მაკრონის თქმით, ქარის ენერგეტიკა ხმელეთზეც განაგრძობს განვითარებას და საფრანგეთი სექტორის ამჟამინდელ მაჩვენებელს, ანუ 18,2 გვტ-ს გააორმაგებს. „განახლებადი ...

Read More »
აზერბაიჯანში ქარის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

უქარო ამინდის გამო ევროპაში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი გაორმაგდა

ქარის არარსებობის გამო, დიდი ბრიტანეთი იძულებულია კვლავ დაუბრუნდეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პიკის დასაფარად. ქვანახშირზე მომუშავე თითოეული მეგავატი კი ბრიტანეთის მთავრობას 5000 დოლარზე მეტი უჯდება. GB Grid-ის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების საათობრივი სიმძლავრე 20 იანვარს 11-13 გვტ-ს აღწევდა, 24 იანვარს კი – 1 გვტ-მდე დაეცა. ქვეყანაში “მწვანე ენერგეტიკის” სიმძლავრეების შემცირების გამო საჭირო გახდა გაზისა და ქვანახშირის მოხმარების გაზრდა. ამ უკანასკნელის ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა. დღიური მონაცემით, მიღებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 791,794 მეგავატ-საათი შეადგინა, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა. კონკრეტულად 28 ნოემბრის მონაცემებით, ელეტროენერგიის მიღების უმთავრესი წყარო ჰიდროენერგეტიკა იყო, მას მოსდევდა ქარის ენერგიის გამოყენება, მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები 22%-ით, მეოთხეზე კი ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

ქართლის ქარის სადგურმა ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

ესკოს ვებ გვერდზე არსებული ოპერატიული მონაცემების თანახმად, ოქტომბერში ქართლის ქარის სადგურმა 9,580 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ქართლის ქარის სადგურის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა რეკორდულია სადგურის არსებობის მთელი პერიოდისათვის.დღემდე 9 მლნ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია ქართლის სადგურს სულ ორჯერ, 2017 წლის აპრილში (9,417 მლნ კვტსთ) და 2018 წლის აპრილში (9,336 მლნ კვტსთ) ჰქონდა გამომუშავებული. ქართლის სადგურის მიერ მიმდინარე წლის ...

Read More »

არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა. შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, ...

Read More »

სტამბული ენერგიას მოძრავი ავტომობილებისგან წარმოქმნილი “ქარისგან” მიიღებს

ქარის ტურბინა, რომელიც ენერგიას დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანებისგან წარმოქმნილი ჰაერის ნაკადისგან გამოიმუშავებს, ეს არის უახლესი მიღწევა განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელიც სტამბოლის ქუჩებში რეალიზდება, იუწყება Euronews. ვერტიკალურ კონსტრუქციებს სახელწოდებით ENLIL, შეუძლიათ მზის ენერგიის შთანთქმისას ენერგიის “მიღება”, სატრანსპორტო საშუალებების მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადებიდან. გზისპირა ტურბინების განვითარება განხორციელდა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებისა და ტექნოლოგიური ფირმა Devecitech-ის გუნდის მიერ. მოძრავი მანქანების მიერ წარმოქმნილი “ქარი” ...

Read More »