სტამბული ენერგიას მოძრავი ავტომობილებისგან წარმოქმნილი “ქარისგან” მიიღებს

ქარის ტურბინა, რომელიც ენერგიას დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანებისგან წარმოქმნილი ჰაერის ნაკადისგან გამოიმუშავებს, ეს არის უახლესი მიღწევა განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელიც სტამბოლის ქუჩებში რეალიზდება, იუწყება Euronews. ვერტიკალურ კონსტრუქციებს სახელწოდებით ENLIL, შეუძლიათ მზის ენერგიის შთანთქმისას ენერგიის “მიღება”, სატრანსპორტო საშუალებების მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადებიდან.

გზისპირა ტურბინების განვითარება განხორციელდა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებისა და ტექნოლოგიური ფირმა Devecitech-ის გუნდის მიერ. მოძრავი მანქანების მიერ წარმოქმნილი “ქარი” შეიძლება არც ისე ძლიერი ჩანდეს, მაგრამ ENLIL-ის გრძელ ვერტიკალურ კონსტრუქციებს, რომლებიც თან ამავე დრო საკმაოდ კომპაქტურიებია, შეუძლიათ საათში ერთი კილოვატი ენერგია გამომუშავონ. ერთ დღეში, ერთ ასეთ ტურბინას, რომელიც დამატებით მზის პანელითაცაა აღჭურვილი, შეუძლია შეუფერხებლად გამოიმუშაოს საკმარისი ელექტროენერგია ორი ოჯახის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე, კარგად შემუშავებული ქარის ტურბინები გათვლილია 20 წლის მანძილზე ფუნქციონირებისთვის. უფრო მეტიც, თითოეულ მათგანს გააჩნია მარტივი დიზაინი, რაც აადვილებს მის დაშლასა და შეკეთებას.

გენერატორი იმდენად პატარაა, რომ უპრობლემოდ განთავსდა მოძრავი მანქანების გვერდით. რადგან ძალიან პატარა ადგილს იკავებს, ხსენებული აადვილებს მათ ტრანსპორტირებასა და აწყობას ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ტრადიციული ქარის ტურბინები შეიძლება ფიზიკურად ვერ განთავსდეს დიდი ზომის გამო, მაგალითად, ქალაქის ქუჩებსა და შენობები. თუმცა ENLIL–ის გარემოსდაცვითი სარგებელიანობა აქ არ მთავრდება. ტურბინები ასევე აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აკონტროლებენ ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, ნახშირორჟანგის გამოყოფასა და სეისმურ აქტივობას მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული მონაცემები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გადაეცემა სტამბოლის ადმინისტრაციას და გარემოსდაცვით მეცნიერებს.

საიდან გაჩნდა აღნიშნული იდეა?

იდეა ეკუთვნის მეწარმე ქერემ დევეცს, რომელმაც დაიწყო მუშაობა ხსენებულ პროექტზე, მან ინჟინერის ხარისხი რამდენიმე წლის წინ მიიღო. სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დევეციმ შენიშნა, რომ ავტობუსი, რომელშიც ის მგზავრობდა, ქარის ზემოქმედებას ექვემდებარებოდა – საავარიო  გასასვლელი კარები არ წყვეტდა კაკუნს. ამ ფენომენის შესწავლით და იმის იმედით, რომ მანქანების გადაადგილებით წარმოქმნილი ქარი რაიმე სარგებელ მოიტანდა, მან სახლში საკუთარი ხელით შექმნა პირველი პროტოტიპი.

მიუხედავად იმისა, რომ ENLIL პროექტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, გამოგონებას უკვე მიენიჭა ClimateLaunchpad Urban Transitions-ის ჯილდო. პროექტმა ასევე მოიგო Mercedes-Benz Turkish StartUP-ის კონკურსი, თანაც კვლევისა და განვითარების ფაზის დასრულებამდე. თურქეთის დედაქალაქში ქარის ტურბინების წარმატებულმა გამოცდილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს ევროპის სხვა ქალაქებშიც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply