Tag Archives: #ბირთვული

პოლონეთში ატომური ელეტროსადგურის მშენებლობის მომხრეთა რიცხვი 64%-მდე გაიზარდა

ბაზრის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პოლონელებსი მატულობს იმ პირა რიცხვი, რომლების ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობის ტემპის გაზრდას ემხრობა. ARC Rynek i Opinia-ს თქმით, პოლონელთა 64% თვლის, რომ ასეთი სამუშაოები გაბედულად უნდა დაჩქარდეს და მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ ატომური ელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს. ARC Rynek i Opinia აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება. 2006 ...

Read More »

IAEA: რადიაციის დონე ზაპოროჟიეს დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე ნორმაშია

6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიაყენა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს. გაერო კვლავ იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალებას მისცემენ. დაზიანებულია ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამი სენსორის მუშაობაზე. ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს , უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს. „რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს ...

Read More »

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო სამხედრო ოპერაციების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „აშშ აგრძელებს დაწესებულებაში სიტუაციის მონიტორინგს და საბედნიეროდ, რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

Read More »

ირანი: ბირთვული შეთანხმების ტექსტის ‘საბოლოო’ ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც EU-მ მოამზადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების ტექსტის „საბოლოო“ ვარიანტს განიხილავს, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო პრეს-სააგენტო IRNA ავრცელებს. მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა პრესასთან განაცხადა, რომ ბრიუსელმა შეთანხმების „საბოლოო“ ვარიანტი მოამზადა, რომელიც გადასინჯვას „არ ექვემდებარება“. 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად მოლაპარაკებები ვენაში 11 აგვისტოს განახლდება. ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებების სერია ჩიხში შევიდა, მას შემდეგ, რაც დოჰაში ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის ...

Read More »

ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა. „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, – წერს ესტონელი დიპლომატი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე. 

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე წინსვლას ოპტიმისტურად აფასებენ ევროკავშირის და რუსეთის წარმომადგენლები

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო განახლებული მოლაპარაკების წამყვანმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ევროკავშირის მთავარმა წარმომადგენელმა ენრიკე მორამ კვირას თქვა, რომ ის „მთლიანად“ ოპტიმისტურად არის განწყობილი მოლაპარაკებაზე პროგრესის მიმართ. „ჩვენ წინ მივდივართ და ველით, რომ მოლაპარაკებებს მალე დავასრულებთ“, – უთხრა 7 აგვისტოს ირანულ მედიას ენრიკე მორამ. რუსეთის ელჩმა მიხაილ ულიანოვმა 7 აგვისტოს თქვა, რომ „3-4 ...

Read More »

გუტერეში: ატომურ სადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მკვლევარებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომა უნდა მიეცეთ, რათა მისი მდგომარეობა შეისწავლონ. „ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა”, – თქვა გუტერეშმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები,” – თქვა გუტერეშმა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სდებენ ბრალს.

Read More »

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – რუსებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულია

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – აღნიშნულის შესახებ რუსული გარნიზონის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას “ბირ­თვულ ფა­რად” იყე­ნებს. “აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის ...

Read More »

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ. როგორც „ენერგოატომში“ ირწმუნებიან, რუსეთი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილევმა თავის სამხედროებს განუცხადა, რომ „ზაპოროჟიე იქნება რუსული მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის გადამწვარ უდაბნოდ იქცევა“. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრობლოკები დანაღმეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6 ...

Read More »