“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – რუსებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულია

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – აღნიშნულის შესახებ რუსული გარნიზონის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განაცხადა.

მედიის ცნობით, ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას “ბირ­თვულ ფა­რად” იყე­ნებს.

“აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ჩვენ და­ნაღ­მუ­ლი გვაქვს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექ­ტო­რო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი და ამას არ ვუ­მა­ლავთ მტერს. მტერ­მა იცის, რომ სად­გუ­რი იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი, ან გა­ნად­გურ­დე­ბა. თქვენ უნდა გეს­მო­დეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. თუ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მკაც­რი ბრძა­ნე­ბა, ეს პა­ტი­ვით უნდა შე­ვას­რუ­ლოთ“, – გა­ნა­ცხა­და ვა­სი­ლი­ევ­მა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია.

წყარო: imedinews.ge

Leave a Reply