Tag Archives: #გერმანია

რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომის“ ექსპორტი მეოთხედით შემცირდა

იმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე „გაზპრომის“ გაზის ექსპორტმა უცხოეთში 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. წინასწარი მონაცემებით, „გაზპრომმა“ ამ პერიოდში 155,9 მილიარდი კუბური მეტრი მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. გაიზარდა ჩინეთში გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენით. Gas Infrastructure Europe-ის ინფორმაციით, ევროპის მიწისქვეშა საწყობებიდან ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგო გერმანიაში 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს

რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგო გერმანიაში რეცესიას და 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. ამის შესახებ ერთ-ერთი ეკონომიკური ინსტიტუტი პროგნოზირებს. წინა კვირაში ევროკავშირი დაეთანხმა რუსული ქვანახშირის იმპორტის სრულად აკრძალვას. ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს სრულად შეწყვიტონ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, რასაც ბერლინი ეწინააღმდეგება. გერმანიის ხუთი წამყვანი ეკონომიკის კვლევითი ცენტრი პრონოზირებს, რომ თუ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა შეწყდება, გერმანიის ეკონომიკური ...

Read More »
„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

გერმანია 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე მთლიანად უარს იტყვის

გერმანია მზად არის რუსული ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე მთლიანად უარი 2022 წლის ბოლომდე თქვას. რაც შეეხება გაზს, ბერლინი ამისთვის ჯერ  მზად არ არის. ამის შესახებ ნათქვამია RBC-Ukraine სტატიაში – „ემბარგოს დროა ან როცა გერმანია შეწყვეტს რუსეთისგან გაზის ყიდვას“. აღსანიშნავია, რომ დღეს ბერლინი მხოლოდ რუსული ქვანახშირისა და ნავთობის მიწოდების მნიშვნელოვან შემცირებაზე საუბრობს. კერძოდ, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ RBC-Ukraine-ს განუცხადა, რომ ნავთობის იმპორტს ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გერმანელების 57% რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსული გაზისა და ნავთობის დაუყოვნებლივ ემბარგოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgeimene Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი. კვლევის რესპონდენტებს ორიდან ერთი სასურველი პასუხი უნდა აერჩიათ: 1. გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვა. არ შეიძლება, რომ გერმანიამ გააგრძელოს ამ ნედლეულის შესყიდვა და ამ გზით გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება. 2. რა თქმა უნდა ...

Read More »

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან. ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს ...

Read More »

გერმანია გაჩერებულ ატომურ ელექტროსადგურებს აღარ აამუშავებას

ენერგოკრიზისის მიუხედავად, მაშინ როცა მთელი ევროპა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, გერმანია გაჩერებული ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებას არ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში დაფუძნებულ ენერგეტიკული კომპანია EON-ის აღმასრულებელ დირექტორ ლეო ბინრნაბაუმის განცხადებაზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. გერმანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარი 2011 წლის ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ცუნამის საფრთხე არც ჩრდილოეთის ზღვიდან და არც ბალტიის ზღვიდან არ მომდინარეობს, ...

Read More »

გერმანია ევროკავშირს რუსული ნავთობის სრული ემბარგოსკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ...

Read More »

შოლცი: გერმანიას, რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება მოუწევს

გერმანია, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსული ნახშირისგან ეტაპობრივად გასათავისუფლებლად, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენებას გეგმავს. მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რუსეთის ნახშირზე ემბარგოს დაწესებაზე, რისთვისაც 120-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. ”ამ პერიოდის გამოყენება დაგვჭირდება. თუ უფრო დაჩქარდება, კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო და კომპანიებს დასჭირდებათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია, ახალ მიმწოდებლებს ეძებენ“, ...

Read More »

გერმანიაში უკრაინის ელჩი: უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. „ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. უკრაინა ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. უკრაინელებს გერმანიის ეს წარუმატებელი პოლიტიკა სიცოცხლის ფასად უჯდებათ“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უკრაინელმა დიპლომატმა. ანდრიი მელნიკმა ხაზგასმით ...

Read More »

ბერბოკი: რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ამას მაშინვე გავაკეთებდით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესება გამორიცხა, რადგან გერმანიის მთავრობას არ სჯერა, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო შეტევას შეაჩერებს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს. „სრული ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებდით. ასეთი აკრძალვა მხოლოდ ამ ომის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ...

Read More »