Tag Archives: #ელექტრომანქანა

Tesla-ს ელექტრომობილმა ახალი რეკორდი დაამყარა

ელექტრომობილმა Tesla Model S Plaid ახალი ჩქაროსნული რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს. ამერიკული კომპანიის ახალმა ელექტრომობილმა 20,76 კილომეტრი 7 წუთსა და 30,9 წამში დაფარა. ეს ახალო რეკორდია, რადგან 2019 წელს Porsche Taycan-მა ეს მანძილი 7 წუთსა და 42,9 წამში გაიარა. Tesla Model S Plaid-ის ახალი რეკორდის ამსახველი კადრები კომპანიის YouTube არხზეა ხელმისაწვდომი. კომპანიის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, მალე კომპანია Tesla Model S Plaid-ის გაუმჯობესებულ მოდელს ...

Read More »
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ნიუ-იორკის შტატში 2035 წლიდან ბენზინის ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც  შიდა წვის ძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვას კრძალავს. ეს ეხება მსუბუქ მანქანებს, ჯიპებს და  მსუბუქ სატვირთო მანქანებს. აღნიშნული კანონი 2035 წლიდან ამოქმედდება. სახელმწიფო სენატორის პიტ ჰარჰემის მიერ შემოღებული კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ 2045 წლისთვის ნიუ იორკში გაყიდული ყველა ახალი საშუალო და მძიმე სატვირთო მანქანა იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის. ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ვებგვერდის თანახმად, ნულოვანი გამონაბოლქვიანი მანქანები მოიცავს ბატარეის მანქანებს, დანამატ ჰიბრიდებს ...

Read More »

ავსტრიაში ელექტრო და ჰიბრიდულმა ავტომობილებმა საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობას გადააჭარბა

2021 წლის აგვისტოში ავსტრიაში ახლადრეგისტრირებული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობამ ბენზინისა და დიზელის მანქანების წილს გადააჭარბა. ამის შესახებ ავსტრიის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებშია ნათქვამი. რეგისტრირებულ მანქანებს შორის, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 42.2% შეადგინა. ავტომობილები, რომლებიც საწვავად ბენზინს იყენებენ, 35,1%-ია, ხოლო დიზელის მანქანების წილი – 22.7%. ქვეყანაში ალტერნატიული ენერგოწყაროს ავტომობილების წილი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა. თუმცა, ახალი ავტომობილების მფლობელთა რიცხვმა იკლო. ...

Read More »

E-SPACE: ჭკვიანი დამტენების ბიზნეს მოდულმა გაამართლა, პროგრამაში რამდენიმე კომპანია ჩაერთო

E-Space-ის ბიზნეს მოდული ე.წ ჭკვიანი დამტენების მფლობელებისთვის წარმატებით მიმდინარეობს, პროექტმა გაამართლა და მოლოდინებიც დადებითია, – აცხადებს კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით იოსავა “ბიზნესპარტნიორთან“. ე.წ. ჭკვიანი დამტენების მფლობელებს კომპანიამ ბიზნეს მოდული ცოტა ხნის წინ შესთავაზა, რომლითაც მათ შემოსავლის მიღება შეუძლიათ. “ჩვენს პროგრამაში უკვე რამდენიმე კომპანია ჩაერთო. ჯერ მხოლოდ 2 თვე გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს პერიოდი პლიუსში დავამთავრეთ და შესაბამისად პროექტმა ...

Read More »

BMW-მ ბატარეის შეკვეთები $24 მილიარდამდე გაზარდა

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, BMW-მ ბატარეის ელემენტების შეკვეთები გაზარდა. ელექტრომობილები წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ავტომწარმოებლის მიწოდების 11%-ზე მეტს შეადგენდა. გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა 20 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული ბატარეის შეძენისთვის, აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ოლივერ ზიპსმა ინტერვიუში. ბატარეის უჯრედები განკუთვნილია i4 სედანისთვის, iX სპორტული ავტომობილებისთვის და სხვა მოდელებისთვის, რომლებსაც BMW 2024 წლამდე აწარმოებს. კომპანია გეგმავს, ახალი თაობის ბატარეებზე გადასვლა მომავალ წელს დაიწყოს. ავტომწარმოებლები განიცდიან ნახევარგამტარების მკვეთრ დეფიციტს, ...

Read More »

მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა

Tesla-ს ახალი მოდელი Roadster ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება – გაჭიანურების მიზეზად მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში შეფერხება სახელდება, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „2021 წელს, მიწოდების ჯაჭვმა არანორმალური დეფიციტი განიცადა და მნიშვნელობაც არ ექნებოდა, ჩვიდმეტი ახალი პროდუქტიც რომ გვქონოდა, რადგან ვერც ერთს ვერ წარმოვადგენდით. იმ დაშვებით, რომ 2022 წელს მეგა-დრამა არ განვითარდება, ახალი Roadster-ის გაყიდვა 2023 წელს ...

Read More »

NASA-მ საჰაერო ელექტროტაქსის გამოცდა დაიწყო

NASA-მ საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო. როგორც აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტო იუწყება, საჰაერო ტაქსის მოდელი მათ კომპანია „ედვენსდ ეარ მობილითიმ“ მიაწოდა. საჰაერო ტაქსიში, რომლის სახელწოდებაა „ჯობი“, ორი პილოტი და ოთხი მგზავრი ეტევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-შია. ერთი დამუხტვით ტაქსის 240 კილომეტრის გაფრენა შეუძლია. კომპანია გეგმავს, რომ საჰაერო ტაქსის სერვისი 2023-2024 წლებში აამოქმედოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საცდელ ეტაპზე სპეციალისტები იმსჯელებენ, ხმაურის დონეა. შემქმნელების თქმით, ...

Read More »

Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა

ჩინურმა ელექტრტექნიკის მწარმოებელმა Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს. Xiaomi-მ სტარტაპი Deepmotion 77.37 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. კომპანიის მიზანია გააძლიეროს საკუთარი ელექტრული ავტომობილის (EV) ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობა. მარტში, Xiaomi-მ დაანონსა, რომ ელექტრომობილების წარმოებას იწყებს და პროექტი მომავალი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. აღნიშნული პროქეტის მიზნით კომპანიამ  10 მილიარდი დოლარი გამოყო. Deepmotion პეკინში დაფუძნდა და სპეციალიზირებულია 3D რუქაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტონომიური მართვის ...

Read More »

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო საჰაერო ტაქსების ინდუსტრია მხოლოდ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბდა, Joby Aviation-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯობენ ბევირტი უკვე მილიარდერთა სიაშია. Joby Aviation-ი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის აქციის ფასიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე $10.90-ია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება მისი დამფუძნებლის ქონებას, 47 წლის ბევირტი $1.08 მილიარდს ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla ინდოეთის ბაზარზე ოფიციალურ დებიუტს უახლოვდება

Tesla ინდოეთში ოფიციალურ დებიუტთან უფრო ახლოსაა. კომპანიამ სამხრეთ აზიის ქვეყანაში ელექტრომობილების ოთხი მოდელის დამზადებაზე და იმპორტზე მიიღო ნებართვა. Tesla-ს ავტომობილები, როგორც სატრანსპორტო საშუალება, ინდოეთში უკვე სერტიფიცირებულია, ნათქვამია ქვეყნის საგზაო ტრანსპორტისა და გზატკეცილების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”ტესტები უზრუნველყოფს მანქანის თავსებადობას ინდოეთის ბაზრის მოთხოვნებთან, გამონაბოლქვის, უსაფრთხოების და საგზაო ღირებულების თვალსაზრისით”, – ნათქვამია საიტზე. კომპანიის ფანკლუბმა ამ განვითარების შესახებ Twitter-ზე გამოაქვეყნა და ...

Read More »