Tesla-ს ელექტრომობილმა ახალი რეკორდი დაამყარა

ელექტრომობილმა Tesla Model S Plaid ახალი ჩქაროსნული რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.

ამერიკული კომპანიის ახალმა ელექტრომობილმა 20,76 კილომეტრი 7 წუთსა და 30,9 წამში დაფარა. ეს ახალო რეკორდია, რადგან 2019 წელს Porsche Taycan-მა ეს მანძილი 7 წუთსა და 42,9 წამში გაიარა.

Tesla Model S Plaid-ის ახალი რეკორდის ამსახველი კადრები კომპანიის YouTube არხზეა ხელმისაწვდომი.

კომპანიის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, მალე კომპანია Tesla Model S Plaid-ის გაუმჯობესებულ მოდელს გამოუშვებს.

Tesla Model S Plaid მოდელი Tesla-ს წარმოების ხაზის ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია. ავტომობილს 100 კილომეტრის დაფარვა 1-საათსა და 2 წამში შეუძლია. ძრავის ერთჯერადად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 320 კილომეტრია.

Leave a Reply