Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი  ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კრიპტოვალუტის ღირებულება $47,000-დან (£34,700) ამ კვირის დასაწყისში 42,000 აშშ დოლარზე (31,000 £) დაეცა. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებია, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ბიტკოინის უზარმაზარი ოდენობის მაინინგი. ვარაუდობენ, რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა უფრო ადრე გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე ზოგიერთი ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება შემცირებას განაგრძობს

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 42 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. აღნიშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. კრიპტოვალუტის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყაზახეთში მაინინგ ცენტრების ინტერნეტიდან გათიშვა იყოს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 3,25%-ით დაეცა და 41 751 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

რეპრესიები ყაზახეთში კრიპტოვალუტის „მაინერებს“ აზარალებს – ინტერნეტში შეფერხებებმა ბიტკოინის ქსელის სიმძლავრე დასცა

ბიტკოინების ქსელის გლობალური გამომთვლელი სიმძლავრე მკეთრად დაეცა ყაზახეთში სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რასაც მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა და რამაც დარტყმა მიაყენა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების სწრაფად მზარდ სფეროს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მონაცემებით, შარშან ყაზახეთი აშშ-ის მერე მეორე ცენტრი გახდა მსოფლიოში ბიტკოინების მოპოვების მხრივ მას მერე, რაც ჩინეთმა შეზღუდა საქმიანობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. 6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად შემცირდა

მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი 43 000 დოლარამდე დაეცა. აღნიშნულის შესახებ იუწყება  CoinDesk. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6.84%-ით დაეცა და 43,225.28 აშშ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 816,29 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

კოსოვოში ენერგოკრიზისის გამო კრიპტომაინინგი აიკრძალა

კოსოვოს მთავრობამ, ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მიზნით, კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა, რადგან ქვეყანა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას წარმოების შეფერხებების გამო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. „ყველა სამართალდამცავი უწყება აღმოფხვრის ამ საქმიანობას, სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებიც გამოავლენენ იმ ლოკაციებს, სადაც კრიპტოვალუტის წარმოება ხდება,“ – აცხადებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, არტანე რიზვანოლი. სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში, ელექტროენერგიის დაბალი ფასების ...

Read More »

Goldman Sachs: ბიტკოინის ღირებულებამ შესაძლოა, $100 000-ს მიაღწიოს

Goldman Sachs-ის პროგნოზით, თუ ბიტკოინი ოქროს ბაზრის წილის დაკავებას გააგრძელებს, ციფრულმა აქტივმა შესაძლოა $100,000-იან შეფასებას მიღწიოს. Goldman-ის შეფასებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა $700 მილიარდზე ნაკლებია. ციფრულ აქტივს ე.წ. “ღირებულების მარაგის” ბაზრის 20% უკავია, რომელიც ბანკის თქმით, ოქროსა და ბიტკოინისგან შედგება. ოქროს ღირებულება, რომელიც ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომია $2.6 ტრილიონს აღწევს. ზაკ პადლი, რომელიც FX and EM სტრატეგიის ხელმძღვანელია, ასევე ვარაუდობს, რომ თუ ბიტკოინის ...

Read More »

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებას გეგმავს

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებისთვის ემზადება. პარლამენტმა ახალი კანონის განსახილველად ბაზრის დაინტერესებულ მხარეებსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თურქეთის საბანკო ზედამხედველობის ორგანო, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტო (BDDK), თურქეთის ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭო (MASAK), შემოსავლების ორგანო და ცენტრალური ბანკი. შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ, მუსტაფა ...

Read More »

ერთ თვეში ბიტკოინის თითქმის მილიონი ახალი საფულე შეიქმნა

ამ წლის ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე ბიტკოინის 913 000 ახალი  საფულე შეიქმნა. ამის შესახებ On-Chain College-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს. წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ქსელს 1 მილიონამდე ახალი წევრი შეუერთდა. მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების დაცემის მიუხედავად, Twitter-ზე კრიპტოვალუტის ფართო განხილვა აჩვენებს, რომ BTC-ის მაკროეკონომიკური პერსპექტივა დადებითია. სქემის მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრამდე საფულის მისამართების რაოდენობა  30 მილიონიდან 40 მილიონამდე გაიზარდა. წყარო: report.ge

Read More »

ირანმა კრიპტო მაინინგი აკრძალა

ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგის ავტორიზებული ცენტრების დახურვის ბრძანება წელს მეორედ გასცა. მიზანი ქვეყნის ელექტროსადგურებზე ზეწოლის შემსუბუქებაა. აკრძალვა, რომელიც 6 მარტამდე იქნება ძალაში, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის 209 მეგავატ ელექტროენერგიას გამოათავისუფლებს. ხელისუფლება ასევე ებრძვის არალეგალურ კრიპტო მაინინგს, რომელსაც ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე უფრო ფართომასშტაბიანი სამრეწველო ერთეულები. ქვეყანაში არალიცენზირებულ ოპერატორებს კრიპტო მაინინგის უდიდესი წილი უკავიათ. ისინი 600 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ირანმა ელექტროსადგურებზე გაზრდილი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 50 000 დოლარიან ნიშნულს კიდევ ერთხელ ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი $50,000-ს კიდევ ერთხელ ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნიშნულს უმსხვილესი კრიპტოვალუტის 2022 წლის პერსპექტივების შესაფასებლად იყენებენ. ციფრული მონეტის ფასი სამშაბათს აზიაში 4.5%-ით დაეცა და დაახლოებით $49,100-ად ივაჭრებოდა. ასევე დაეცა მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი Bloomberg Galaxy Crypto ინდექსიც. CoinGecko-ს თანახმად, სამშაბათს ასევე შემცირდა მცირე კრიპტოვალუტების ფასები, როგორიცაა Solana, Cardano, Polkadot და Dogecoin. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ...

Read More »